პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ენმ-ს ჰკითხეს, მონაწილეობდა თუ არა ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში - განხილვას საკონსტიტუციოში ხმაური მოჰყვა

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე ევა გოცირიძის შეკითხვას, მონაწილეობდა თუ არა ენმ პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების ღონისძიებაში, ხმაური მოჰყვა. ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ პარტია ამ ორგანიზებაში არ მონაწილეობდა, ხოლო აქცია სიმბოლური პროტესტი იყო.

ენმ-ს ჰკითხეს, მონაწილეობდა თუ არა ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში - განხილვას საკონსტიტუციოში ხმაური მოჰყვა
TV პირველი

"მაინტერესებს, პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების ღონისძიებაში მონაწილეობდა თუ არა ნაციონალური მოძრაობა?" - ეს კითხვა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში მოსამართლე ევა გოცირიძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს დაუსვა.

გოცირიძე დაინტერესდა, როგორ აფასებს პარტია ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებს და რა იყო საპროტესტო აქციის გამართვის რეალური მიზანი. პროცესი კამათის ფონზე წარიმართა. კითხვა-პასუხის დროს ლევან ბეჟაშვილმა თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა", როგორც პარტიული ერთეული ამ ორგანიზებაში არ ღებულობდა მონაწილეობას".

მოსამართლე ევა გოცირიძე: ძალიან საყურადღებო იყო ზოდელავას განცხადება, რომ ჩვენ ახლა ჩავიბარებთ მამაკაცური ძალის გამოყენებით პრეზიდენტის სასახლის გასაღებს. პრეზიდენტის სასახლის გასაღების ხელში ჩაგდება არის თუ არა მშვიდობიანი დამხობის ელემენტი . რა სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს ამას და იმ მონაწილეებს, ვინც მონაწილეობდნენ ამაში და მაშნვე არ გაემიჯნენ ამ ფაქტს.

ლევან ბეჟაშვილი: არანაირი გასაღების გადაცემა არ მოხდებოდა ახლა რა სისულელეა. ეს იყო სიმბოლური გამოხატულება, რომ მივიდეთ და ჩვენი პროტესტი პრეზიდენტის სასახლესთან დავაფიქსიროთ.

მოსამართლე ევა გოცირიძე: შეიძლება ვინმე სათამაშო გასაღებს გულისხმობდა, მაგრამ აქციის მონაწილეები, რომლებიც მიდიან პრეზიდენტის სასახლესთან იმ განზრახვით, რომ ჩაიბარონ პრეზიდეენტის სასახლის გასაღები, იქ მოვლენების განვითარების რა ლოგიკა შეიძლება დავინახოთ? იქ მცველები იტყოდნენ, რომ მოდით და ჩაიბარეთ გასაღებიო და ეს მოხდებოდა ნებაყოფლობით?

ანი წითლიძე: თქვენ ამ წუთას გველაპარაკებით მურთაზ ზოდელავას განცხადებაზე, რომელიც საერთოდ რა კავშირიშია "ნაციონალურ მოძრაობასთან", ის პარტიაში აღარ არის 2020 წლიდან.

მოსამართლე ევა გოცირიძე: მე მაინტერესებს, პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების ღონისძიებაში მონაწილეობდა თუ არა ნაციონალური მოძრაობა?

ლევან ბეჟაშვილი: არა.

ანი წითლიძე: თქვენ ყველა კითხვა, რომელიც დასვით, მათ შორის ფრაზა გასაღებთან დაკავშირებით, ამას გიხსნით ზუსტად, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან არ მოემართება, იმიტომ, რომ მაგ ფრაზის ავტორი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არ ყოფილა.

ლევან ბეჟაშვილი: "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პარტიული ერთეული ამ ორგანიზებაში არ ღებულობდა მონაწილეობას.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ევა გოცირიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ აცილების შუამდგომლობაზე – არ ვიცი, რა რეაქცია უნდა მქონდეს - ჩვენი განხილვის საკითხია, ადამიანის უფლებების დარღვევებში არის თუ არა დამნაშავე „ნაციონალური მოძრაობა“, ამიტომ, ვალდებულიც ვიყავი, მეკითხაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები