პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – მთავარი ანტილიბერალები სწორედ „ალდეს“ წარმომადგენლები არიან, პრინციპები არ აქვთ, არც ელისაშვილის დანაშაულებრივ აქტს გაემიჯნენ და, ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციის მხარდამჭერები არიან

ლელოქართული ოცნება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ალდეს“ წარმომადგენლები ანტილიბერალებად და რადიკალიზაციის მხარდამჭერებად შეაფასა, რადგან მისი თქმით, ისინი არ გაემიჯნენ ალეკო ელისაშვილის დანაშაულებრივ აქტს. თავის მხრივ, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ხელისუფლება არაბული ანკლავების მშენებლობის ხელშეკრულებების გაასაიდუმლოებაში დაადანაშაულა.

ირაკლი კობახიძე – მთავარი ანტილიბერალები სწორედ „ალდეს“ წარმომადგენლები არიან, პრინციპები არ აქვთ, არც ელისაშვილის დანაშაულებრივ აქტს გაემიჯნენ და, ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციის მხარდამჭერები არიან
პირველი არხი

ლიბერალები ჰქვიათ „ალდეს“ პარტიის წარმომადგენლებს და ხედავთ, რომ მთავარი ანტილიბერალები, ამ სიტყვის სათანადო გაგებით, სწორედ ისინი არიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მათ არავითარი პრინციპები არ აქვთ.

„სწორედ ამის შედეგია ის, რომ ისინი არც ალეკო ელისაშვილის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ აქტს გაემიჯნენ და ზოგადად, არიან ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციის მხარდამჭერები. ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, რასაც საზოგადოება კარგად ხედავს და სათანადოდ აფასებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ გონიოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: ანტიქართულმა „ოცნებამ“ გაასაიდუმლოა ხელშეკრულება, რომელიც ეხება არაბული ანკლავების მშენებლობას როგორც გონიოში, ასევე კრწანისის ტყე-პარკში. ორი არაბული ანკლავის გაჩენა ორ მთავარ დიდ ქალაქში, ბათუმსა და თბილისში, არის დანაშაული საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის წინააღმდეგ“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 5ნეიტრალური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ლიბერალები ჰქვიათ "ალდეს" პარტიის წარმომადგენლებს და მთავარი ანტილიბერალები სწორედ ისინი არიან, ამის შედეგია, რომ არც ელისაშვილის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ აქტს გაემიჯნენ და ზოგადად, არიან ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციის მხარდამჭერები
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპრემიერი - ლიბერალები ჰქვიათ „ალდეს“ პარტიის წარმომადგენლებს და მთავარი ანტილიბერალები სწორედ ისინი არიან, არავითარი პრინციპები არ აქვთ და ამის შედეგია, რომ ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციის მხარდამჭერები არიან
  3. POSTVსამთავრობოპრემიერი: "ლიბერალები ჰქვიათ „ალდეს“ პარტიის წარმომადგენლებს და მთავარი ანტილიბერალები სწორედ ისინი
  4. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – „ალდეს“ ლიბერალობის არაფერი ეტყობა, კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს, ეს არის მათი პრინციპები და ღირებულებები, რასაც საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს
  5. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე: "ალდეს" ლიბერალობის არაფერი ეტყობა, კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს, ეს არის მათი პრინციპები და ღირებულებები, რასაც საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე - „ალდეს" ლიბერალობის არაფერი ეტყობა, კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს
  7. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: „თქვენ იცით, „ალდე“ რა პოლიტიკური ძალაც არის და რა ღირებულებებიც აქვს. მათ ეწოდებათ
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი – ველოდები პასუხს „ალდესგან“, გაემიჯნებიან თუ არა ქსენოფობიას, თუ არ იქნება სათანადო პასუხი, ქართველი ხალხი გამოიტანს საკუთარ დასკვნასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები