პრემიერი - ლიბერალები ჰქვიათ „ალდეს“ პარტიის წარმომადგენლებს და მთავარი ანტილიბერალები სწორედ ისინი არიან, არავითარი პრინციპები არ აქვთ და ამის შედეგია, რომ ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციის მხარდამჭერები არიან
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ალდეს“ პარტიის წარმომადგენლები ანტილიბერალებსა და რადიკალიზაციის მხარდამჭერებში დაადანაშაულა. თავის მხრივ, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ბათუმსა და თბილისში „არაბიზაციის საფრთხეზე“ ისაუბრა.

ლიბერალები ჰქვიათ „ალდეს“ პარტიის წარმომადგენლებს და ხედავთ, რომ მთავარი ანტილიბერალები, ამ სიტყვის სათანადო გაგებით, სწორედ ისინი არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის შეფასებით, მათ არავითარი პრინციპები არ აქვთ.
„ლიბერალები ჰქვიათ „ალდეს“ პარტიის წარმომადგენლებს და ხედავთ, რომ მთავარი ანტილიბერალები, ამ სიტყვის სათანადო გაგებით, სწორედ ისინი არიან. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ისინი არც ალეკო ელისაშვილის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ აქტს გაემიჯნნენ და ზოგადად, არიან ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციის მხარდამჭერები. ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, რასაც საზოგადოება კარგად ხედავს და სათანადოდ აფასებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ თანაგუნდელებთან ერთად გონიოში გამართულ ბრიფინგზე „არაბიზაციის საფრთხეზე" ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, იმ პირობებში, როდესაც საქართველო საქართველოს მოქალაქეებისგან იცლება, „ორი არაბული ანკლავის გაჩენა ორ მთავარ დიდ ქალაქში, ბათუმსა და თბილისში, არის დანაშაული საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის წინააღმდეგ".
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2პრემიერი: ლიბერალები ჰქვიათ "ალდეს" პარტიის წარმომადგენლებს და მთავარი ანტილიბერალები სწორედ ისინი არიან, ამის შედეგია, რომ არც ელისაშვილის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ აქტს გაემიჯნენ და ზოგადად, არიან ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციის მხარდამჭერები
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – მთავარი ანტილიბერალები სწორედ „ალდეს“ წარმომადგენლები არიან, პრინციპები არ აქვთ, არც ელისაშვილის დანაშაულებრივ აქტს გაემიჯნენ და, ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციის მხარდამჭერები არიან
- POSTVპრემიერი: "ლიბერალები ჰქვიათ „ალდეს“ პარტიის წარმომადგენლებს და მთავარი ანტილიბერალები სწორედ ისინი
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – „ალდეს“ ლიბერალობის არაფერი ეტყობა, კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს, ეს არის მათი პრინციპები და ღირებულებები, რასაც საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს
- რუსთავი 2ირაკლი კობახიძე: "ალდეს" ლიბერალობის არაფერი ეტყობა, კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს, ეს არის მათი პრინციპები და ღირებულებები, რასაც საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს
- ინტერპრესნიუსიირაკლი კობახიძე - „ალდეს" ლიბერალობის არაფერი ეტყობა, კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს
- POSTVირაკლი კობახიძე: „თქვენ იცით, „ალდე“ რა პოლიტიკური ძალაც არის და რა ღირებულებებიც აქვს. მათ ეწოდებათ
ციტატები სტატიიდან
„ლიბერალები ჰქვიათ „ალდეს“ პარტიის წარმომადგენლებს და ხედავთ, რომ მთავარი ანტილიბერალები, ამ სიტყვის სათანადო გაგებით, სწორედ ისინი არიან. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ისინი არც ალეკო ელისაშვილის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ აქტს გაემიჯნნენ და ზოგადად, არიან ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციის მხარდამჭერები. ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, რასაც საზოგადოება კარგად ხედავს და სათანადოდ აფასებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…