პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია ქართველებს საფლავს გვითხრიდა

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აშშ-ის წინა ადმინისტრაცია საქართველოს არჩევნებში ერეოდა და ქართველებს „საფლავს უთხრიდა“, თუმცა USAID-მა ეს საფლავი საბოლოოდ თავისთვის გაითხარა.

შალვა პაპუაშვილი: ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია ქართველებს საფლავს გვითხრიდა
იმედინიუსი

ჩვენ მეგობრებად მივიჩნევთ ბევრს, მაგრამ, როგორც ხედავთ, მეგობრობასთან ერთად... აგერ, აღმოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია საფლავს გვითხრიდა, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა USAID-ის ფაილებზე საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საზოგადოება სამყაროს არა „მეგობრებისა“ და „მტრების“ კატეგორიით, არამედ გარკვეული ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა უყუროს.

„ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია ქართველებს საფლავს გვითხრიდა. გამოქვეყნებულ დოკუმენტებში გამოჩნდა, რომ ისინი საქართველოს არჩევნებში ერეოდნენ, რომ მათთვის სასურველი ძალა მოეყვანათ [ხელისუფლებაში]. მერე აღმოჩნდა, რომ ეს საფლავი USAID-მა თავისთვის გაითხარა. ამ კატეგორიებით ნუ შეხედავთ სამყაროს, სამყაროს შეხედეთ ინტერესების კატეგორიით. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი USAID-ის შესახებ გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე: შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს იყო დანაშაულებრივი სინდიკატი, ჩართული ჰყავდათ გადაბირებული ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც ფულის სანაცვლოდ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები