პრემიერი: "ლიბერალები ჰქვიათ „ალდეს“ პარტიის წარმომადგენლებს და მთავარი ანტილიბერალები სწორედ ისინი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ალდეს“ პარტიის წარმომადგენლები, რომლებსაც ლიბერალები ჰქვიათ, რეალურად მთავარი ანტილიბერალები და რადიკალიზაციის მხარდამჭერები არიან, რადგან არ გაემიჯნენ ალეკო ელისაშვილის ქმედებებს.

“ლიბერალები ჰქვიათ „ალდეს“ პარტიის წარმომადგენლებს და ხედავთ, რომ მთავარი ანტილიბერალები, ამ სიტყვის სათანადო გაგებით, სწორედ ისინი არიან”, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მათ არავითარი პრინციპები არ აქვთ.
„სწორედ ამის შედეგია ის, რომ ისინი არც ალეკო ელისაშვილის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ აქტს გაემიჯნენ და ზოგადად, არიან ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციის მხარდამჭერები. ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, რასაც საზოგადოება კარგად ხედავს და სათანადოდ აფასებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიაპრემიერი: ლიბერალები ჰქვიათ "ალდეს" პარტიის წარმომადგენლებს და მთავარი ანტილიბერალები სწორედ ისინი არიან, ამის შედეგია, რომ არც ელისაშვილის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ აქტს გაემიჯნენ და ზოგადად, არიან ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციის მხარდამჭერები
პრემიერი - ლიბერალები ჰქვიათ „ალდეს“ პარტიის წარმომადგენლებს და მთავარი ანტილიბერალები სწორედ ისინი არიან, არავითარი პრინციპები არ აქვთ და ამის შედეგია, რომ ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციის მხარდამჭერები არიან
ირაკლი კობახიძე – მთავარი ანტილიბერალები სწორედ „ალდეს“ წარმომადგენლები არიან, პრინციპები არ აქვთ, არც ელისაშვილის დანაშაულებრივ აქტს გაემიჯნენ და, ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციის მხარდამჭერები არიან
ირაკლი კობახიძე – „ალდეს“ ლიბერალობის არაფერი ეტყობა, კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს, ეს არის მათი პრინციპები და ღირებულებები, რასაც საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს
ირაკლი კობახიძე: "ალდეს" ლიბერალობის არაფერი ეტყობა, კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს, ეს არის მათი პრინციპები და ღირებულებები, რასაც საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს
ირაკლი კობახიძე - „ალდეს" ლიბერალობის არაფერი ეტყობა, კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს
ირაკლი კობახიძე: „თქვენ იცით, „ალდე“ რა პოლიტიკური ძალაც არის და რა ღირებულებებიც აქვს. მათ ეწოდებათ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…