ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი – ველოდები პასუხს „ალდესგან“, გაემიჯნებიან თუ არა ქსენოფობიას, თუ არ იქნება სათანადო პასუხი, ქართველი ხალხი გამოიტანს საკუთარ დასკვნას

ლელო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ველოდება პასუხს „ალდესგან“, გაემიჯნებიან თუ არა ქსენოფობიას. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი ხალხი გამოიტანს დასკვნას. განცხადება უკავშირდება „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის ბრიფინგს, სადაც საუბარი იყო არაბული ანკლავების მშენებლობაზე.

შალვა პაპუაშვილი – ველოდები პასუხს „ალდესგან“, გაემიჯნებიან თუ არა ქსენოფობიას, თუ არ იქნება სათანადო პასუხი, ქართველი ხალხი გამოიტანს საკუთარ დასკვნას
შალვა პაპუაშვილი – ველოდები პასუხს „ალდესგან“, გაემიჯნებიან თუ არა ქსენოფობიას, თუ არ იქნება სათანადო პასუხი, ქართველი ხალხი გამოიტანს საკუთარ დასკვნასპირველი არხი

ე.წ. არაბიზაცია არის სრული აბსურდი, თუმცა თაღლითური პარტიისგან არც ქსენოფობია გვიკვირს და არც ტერორიზმის მხარდაჭერა, არაფერი გვიკვირს ბიუჯეტიდან ფულის მიკუთვნებისთვის დაარსებული პარტიისგან, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მათ უკან დგას „ალდე“, რომლის ლიდერებიც არიან კაია კალასი, მარტა კოსი და ისინი უმაგრებენ ზურგს თაღლითებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ის პასუხს ელოდება „ალდესგან“, გაემიჯნებიან თუ არა ქსენოფობიას.

„სადამდე მიდიან, ქსენოფობიასაც მხარს უჭერენ? ველოდები პასუხს „ალდესგან“, ან „ალდე“ გაემიჯნება ქსენოფობიას, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა მათ თავად აქვთ დაანონსებული და ლიბერალურ პარტიას ეძახიან საკუთარ თავს, თუმცა ყველაზე ანტილიბერალური კამპანიის სულისჩამდგმელები ჰყავს საკუთარ რიგებში. არ იქნება სათანადო პასუხი? ქართველი ხალხი გამოიტანს საკუთარ დასკვნას, როგორც თაღლითების , ტერორისტების მხარდამჭერ ალიანსს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ გონიოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: ანტიქართულმა ოცნებამ გაასაიდუმლოა ხელშეკრულება, რომელიც ეხება არაბული ანკლავების მშენებლობას როგორც გონიოში, ასევე კრწანისის ტყე-პარკში, ორი არაბული ანკლავის გაჩენა ორ მთავარ დიდ ქალაქში, ბათუმსა და თბილისში, არის დანაშაული საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის წინააღმდეგ“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სადამდე მიდიან, ქსენოფობიასაც მხარს უჭერენ? ველოდები პასუხს „ალდესგან“, ან „ალდე“ გაემიჯნება ქსენოფობიას, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა მათ თავად აქვთ დაანონსებული და ლიბერალურ პარტიას ეძახიან საკუთარ თავს, თუმცა ყველაზე ანტილიბერალური კამპანიის სულისჩამდგმელები ჰყავს საკუთარ რიგებში. არ იქნება სათანადო პასუხი? ქართველი ხალხი გამოიტანს საკუთარ დასკვნას, როგორც თაღლითების , ტერორისტების მხარდამჭერ ალიანსს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.