ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი კობახიძე - „ალდეს" ლიბერალობის არაფერი ეტყობა, კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ალდეს“ ლიბერალობის არაფერი ეტყობა და ის კვლავ რადიკალიზმისა და ტერორისტული აქტის მხარეს დგას.

ირაკლი კობახიძე - „ალდეს" ლიბერალობის არაფერი ეტყობა, კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს
ირაკლი კობახიძე - „ალდეს" ლიბერალობის არაფერი ეტყობა, კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარესინტერპრესნიუსი

თქვენ იცით, „ალდე" რა პოლიტიკური ძალაც არის და რა ღირებულებებიც აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერი ამბობს, რომ ისინი კვლავაც დგანან „რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს“.

„თქვენ იცით, „ალდე" რა პოლიტიკური ძალაც არის და რა ღირებულებებიც აქვს. მათ ეწოდებათ ლიბერალები და კარგი გაგებით, ამ სიტყვის სათანადო, კლასიკური გაგებით ლიბერალობის არაფერი ეტყობათ. ისინი კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს. ეს არის მათი პრინციპები და ღირებულებები, რასაც საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.