პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე - მინდა, რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს მოვუწოდო, ქართული კომპანიების სასანქციო სიაში შეყვანით დაინტერესდნენ - მალე გაირკვევა, ამაში „დიფ სთეითის“ ხელი ურევია თუ უბრალოდ გაუგებრობაა

ირაკლი კობახიძე რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს მოუწოდებს, სასანქციო სიაში ქართული კომპანიების შეყვანით დაინტერესდნენ. მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება.

ირაკლი კობახიძე - მინდა, რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს მოვუწოდო, ქართული კომპანიების სასანქციო სიაში შეყვანით დაინტერესდნენ - მალე გაირკვევა, ამაში „დიფ სთეითის“ ხელი ურევია თუ უბრალოდ გაუგებრობაა
ინტერპრესნიუსი

არ მგონია, რუსეთის ინტერესებში შედიოდეს ყოველგვარი ფაქტების, არგუმენტების და საფუძვლის გარეშე სასანქციო სიაში ქართული კომპანიების შეყვანა - მინდა, რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს მოვუწოდო, ამ ყველაფრით დაინტერესდნენ და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თვითონ რუსეთის ინტერესებს შეესატყვისება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მალე გაირკვევა, ამ ყველაფერში „დიფ სთეითის“ ხელი ურევია თუ უბრალოდ გაუგებრობაა.

„იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლების უმაღლესი ეშელონები უფრო ღრმად ჩაიხედებიან ამ საკითხში და ისინი სწორად შეაფასებენ იმ ყველაფერს, რაც ხდება. ფაქტებზე დაფუძნების გარეშე წაგვიყენეს ჩვენ ეს პოზიცია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია. ასეთი ფაქტი პირდაპირ უპირისპირდება თვითონ რუსეთის ინტერესებსაც. მე არ მგონია, რუსეთის ინტერესებში შედიოდეს ყოველგვარი ფაქტების, არგუმენტების და საფუძვლის გარეშე სასანქციო სიაში ქართული კომპანიების შეყვანა. ეს არ არის რუსეთის ინტერესებში. როდესაც კონკრეტული საშუალო რგოლის ბიუროკრატები მოქმედებენ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, აქ, რა თქმა უნდა, ეჭვებს აქვს საფუძველი. თუ ეს გაუგებრობაა, ვნახავთ ძალიან მალე, „დიფ სთეითის“ საკითხი გვერდით გაიწევა და მოიხსნება [სანქცია], თუ არ მოიხსნება, საკითხს მოვაგვარებთ. ამ ყველაფერში „დიფ სთეითის“ ხელი ურევია თუ უბრალოდ გაუგებრობაა, ძალიან მალე გაირკვევა. მე მინდა მოვუწოდო რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს, დაინტერესდნენ ამ ყველაფრით და საბოლოო ჯამში მიიღონ ისეთ გადაწყვეტილება, რომელიც შეესატყვისება თვითონ რუსეთის ინტერესებს,“ -განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას - ირაკლი კობახიძის თქმით, „ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მანამდე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა ვერ აღდგება.

„ყველამ უნდა ვიცოდეთ, რა არის დიპლომატიური ურთიერთობები. დიპლომატიური ურთიერთობა ორმხრივად ოფიციალურად დამყარებული უნდა იყოს, ორ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ერთმანეთთან საელჩოები და დიპლომატიური ურთიერთობები, თავისი ყველა ატრიბუტით, შესაბამისი ტექნიკური, თუ არატექნიკური მხარით. ჩვენ არავითარი დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს. დიდ გულზე რომ არიან კონკრეტული ქვეყნები. ორადორი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც არ აქვს რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები. არ ვთვლი ბჰუტანს და ასეთ ქვეყნებს, რომლებიც ზოგადად, არ ამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ან იშვიათად ამყარებენ. ორადორი ქვეყანაა, რომელსაც პრინციპულად არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. ეს არის საქართველო და უკრაინა. მეტი ქვეყანა არ არსებობს და ასეთ ფონზე დიდ გულზე არიან. მოლდოვას ხომ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები? რატომ არავინ ეუბნება მოლდოვას, რომ უნდა შეწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან? რატომ არავინ ეუბნება, რომ დიდ გულზე არავინ უნდა იყოს საქართველოსთან?

500-ჯერ მაქვს ნათქვამი და 501-ედაც გავიმეორებ - ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მანამდე იარსებებს ეს ბუნებრივი ბარიერი და ვერ აღგება დიპლომატიური ურთიერთობა,“ - განაცხადა კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. Facebookირაკლი კობახიძე: მინდა, რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს მოვუწოდო...
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე – მდგომარეობა არის ურთულესი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, გვჭირდება თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები