პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – ქართული საზოგადოებისთვის ლევილი არის სიმბოლო იმისა, როგორ შეიძლება, ინახავდნენ ქართველები ათწლეულების მანძილზე ოცნებას თავისუფლების, დამოუკიდებლობის შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა, რომ ლევილის მამული ქართული საზოგადოებისთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოა. მისი თქმით, მამული უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს კულტურის, იდენტობისა და ისტორიის ფართო საზოგადოებისა და უცხოელი მეგობრებისთვის გასაცნობად.

ირაკლი კობახიძე – ქართული საზოგადოებისთვის ლევილი არის სიმბოლო იმისა, როგორ შეიძლება, ინახავდნენ ქართველები ათწლეულების მანძილზე ოცნებას თავისუფლების, დამოუკიდებლობის შესახებ
პირველი არხი

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ლევილის მამული იმისათვის, რომ ფართო საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს უცხოელ მეგობრებს გავაცნოთ საქართველოს კულტურა, იდენტობა და ისტორია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ლევილს თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

„მახსოვს, 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც დაიწყო დისიდენტური მოძრაობა, ფართო საზოგადოებამ გაიგო ლევილის შესახებ და მას შემდეგ ქართული საზოგადოებისთვის ლევილი არის სიმბოლო იმისა, როგორ შეიძლება, ინახავდნენ ქართველები ათწლეულების მანძილზე ოცნებას თავისუფლების შესახებ, დამოუკიდებლობის შესახებ.

მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება ლევილის მამულს ქართველებისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ემიგრანტებისთვის და არა მხოლოდ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ლევილის მამული იმისათვის, რომ ფართო საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს უცხოელ მეგობრებს გავაცნოთ საქართველოს კულტურა, იდენტობა და ისტორია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ქართული საზოგადოებისთვის ლევილი არის სიმბოლო, თუ როგორ შეიძლება ინახავდნენ ქართველები ათწლეულების მანძილზე ოცნებას თავისუფლების შესახებ, აქ გვექნება შესაძლებლობა, ჩვენს უცხოელ მეგობრებს გავაცნოთ საქართველოს კულტურა, იდენტობა და ისტორია
  2. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი: ქართველი საზოგადოებისთვის ლევილი არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება ინახავდნენ ქართველები ათწლეულების მანძილზე ოცნებას თავისუფლების შესახებ, მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება ლევილის მამულს, აქ გვექნება შესაძლებლობა, ჩვენს უცხოელ მეგობრებს გავაცნოთ საქართველოს კულტურა, იდენტობა და ისტორია
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე: ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა, მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები