ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევილის მამული ახალ სიცოცხლეს იწყებს - ისტორიული ქართული კერა განახლებული ფუნქციით გაიხსნა

საფრანგეთში მდებარე ლევილის ისტორიული მამული ათწლიანი რეაბილიტაციის შემდეგ განახლებული ფუნქციით გაიხსნა. მამულში წარმოდგენილია შატო, პირველი რესპუბლიკის მუზეუმი, აკადემია, ბიბლიოთეკა, ფრანგული ბაღი, ქართული ვენახი და ნოე ჟორდანიას სამუშაო ოთახი.

ლევილის მამული ახალ სიცოცხლეს იწყებს - ისტორიული ქართული კერა განახლებული ფუნქციით გაიხსნა
ლევილის მამული ახალ სიცოცხლეს იწყებს - ისტორიული ქართული კერა განახლებული ფუნქციით გაიხსნარუსთავი 2

პარიზი... ქალაქს სამხრეთით თუ გაუყვებით, 30 კილომეტრში მოულოდნელად ქართულ ფესვებთან აღმოჩნდებით. ეს ლევილია. სიყვარულით შექმნილი მამული, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დევნილობაში მყოფი საქართველოს სიმბოლოდ იქცა.

1921 წელს, გასაბჭოების შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების წევრებმა ქვეყანა დატოვეს და თან წაიღეს იმედი, რომ უცხოეთიდან გააგრძელებდნენ ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად. ლევილში ინახებოდა დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური მეხსიერება, მისი სახელმწიფოებრივი ტრადიცია. ის იყო სამშობლოში დაბრუნების იმედიც და თავისუფლების იდეის სიმბოლოც. მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდ, დღეს კი, ლევილის მამული განახლებულ ცხოვრებას იწყებს.

ეს ისტორიული კერა საქართველოს ოფიციალურად 2016 წელს გადმოეცა. დაარსებიდან ერთი საუკუნის შემდეგ ათწლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ლევილის მამული განახლებული ფუნქციით, წარსულის მეხსიერებით და მომავალზე ორიენტირებით გაიხსნა. ისტორიულად საქართველოს ყოველთვის ჰქონდა საზღვარგარეთ სულიერი, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრები. ლევილის მამული გახდება ამ დიდი ტრადიციის გამგრძელებელი - საქართველოს გარეთ დროებით მცხოვრები ადამიანების ერთმანეთთან და სამშობლოსთან დაკავშირების ადგილი.

განახლებული მამულის გახსნას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.

ქართული კერის რეაბილიტაციისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა ფრანგულმა მხარემ. საზეიმო გახსნას დაესწრო ლევილის მერი.

შატო, პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილი მუზეუმი, ლევილის ქართული აკადემია, ბიბლიოთეკა, ფრანგული ბაღი და ქართული ვენახი - ასეთია განახლებული ლევილის ახალი სიცოცხლე. პირვანდელ სახეს დაუბრუნდა ნოე ჟორდანიას სამუშაო ოთახი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს განგაშის დროსაც კი არ ტოვებდა. აქვე ინახება მისი პირადი ნივთები და დოკუმენტები.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ნოე ჟორდანიას შთამომავლებიც - იმ მთავრობის ხელმძღვანელის, რომელმაც 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ საქართველო დატოვა, მაგრამ ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეა ემიგრაციაში შეინახა.

ლევილის მამულის დაარსებიდან საუკუნეზე მეტი გავიდა... სივრცე, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს მეხსიერება ინახებოდა, დღეიდან ახალ სიცოცხლეს იძენს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ირაკლი კობახიძე - ქართული სახელმწიფო ზრუნავს ეროვნულ საუნჯეზე ყველგან, სადაც ჩვენი ისტორიის ნაკვალევი ინახება, ლევილის ქართველთა მამული არ არის მხოლოდ მუზეუმი - ის იქცა მრავალპროფილიან კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ევროპის გულშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები