პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე ვილი სანიოლის წასვლას ეხმაურება

ქართული ოცნება

კახა კალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, ვილი სანიოლის წასვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა მას გაწეული სამუშაოსთვის, ისტორიული წარმატებებისა და ნაკრებისთვის რწმენის დაბრუნებისთვის. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახლა რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს.

კახა კალაძე ვილი სანიოლის წასვლას ეხმაურება
ალია

კახა კალაძის პირველი გამოხმაურება ვილი სანიოლის წასვლაზე – “ოცნების” ლიდერი და ვეტერანი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილ მწვრთნელს მადლობას უხდის.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში, კალაძე წერს, რომ “საქართველო არ ივიწყებს ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის წარმატების ისტორიაში თავიანთი ფურცელი დატოვეს”.

მინდა, მადლობა გადავუხადო ადამიანს, რომელიც ქართულ ფეხბურთში თავისი ისტორიითა და წარმატებებით მოვიდა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში საკუთარი კვალი დატოვა.

2021 წელს, როცა ვილი სანიოლი მთავარ მწვრთნელად მოვიდა, ჩვენი ნაკრებისთვის რთული პერიოდი იყო. მან გუნდის მართვასთან ერთად უმნიშვნელოვანესი რამ გააკეთა- ჩვენს ბიჭებს დაუბრუნა რწმენა, ბრძოლის უნარი და გაუჩინა განცდა, რომ ყველა ოცნების ასრულება შესაძლებელია.

რა თქმა უნდა, ვილი სანიოლის სახელთან მუდამ იქნება დაკავშირებული დღე, როცა საქართველომ პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება. შემდეგ კი იყო დაუვიწყარი გამარჯვება პორტუგალიასთან და ისტორიული გასვლა მერვედფინალში. დღეს მთელმა მსოფლიომ იცის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შესახებ და ამაში სანიოლის წვლილი მნიშვნელოვანია.

მადლობა ვილის იმ დაუვიწყარი მატჩებისთვის, როცა საქართველოს ნაკრებს მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შეკრული გულშემატკივრობდა.

საქართველო არ ივიწყებს ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის წარმატების ისტორიაში თავიანთი ფურცელი დატოვეს.

ვილი სანიოლი და მისი სამწვრთნელო გუნდი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქალაქის, ქვეყნისა და ფეხბურთის ისტორიის განუყოფელ ნაწილად. მადლობა!”, – წერს კახა კალაძე.

ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი აღარ არის – საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს.

სვანაძის დებიუტი ორშაბათს, 28 სექტემბერს, უკრაინელებთან საშინაო მატჩში შედგება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

17 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 12
  1. ფორმულაოპოზიციურიეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
  3. პირველი არხისამთავრობოვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს #1TVSPORT
  4. TV პირველიოპოზიციურივილი სანიოლი გაუშვეს
  5. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
  6. ნეტგაზეთიოპოზიციურივილი სანიოლი მოხსნეს, მას ნაკრებში ქართველი მწვრთნელი ჩაანაცვლებს
  7. BM.GEოპოზიციურიეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვილი სანიოლის რამაზ სვანაძე შეცვლის
  8. ტაბულაოპოზიციურისაქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
  9. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ხდება
  10. ალიაოპოზიციურივილი სანიოლმა პოსტი დატოვა – საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
  11. POSTVსამთავრობოსაქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს • POSTV
  12. ნეტგაზეთიოპოზიციურივინ არის საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი რამაზ სვანაძე
  13. ბათუმელებიოპოზიციურივილი სანიოლის ახალგაზრდული ნაკრების ქართველი მწვრთნელი შეცვლის
  14. TV პირველიოპოზიციურიკახა კალაძის პირველი გამოხმაურება ვილი სანიოლის წასვლაზე
  15. იმედინიუსისამთავრობოკახა კალაძე: ვილი სანიოლის სახელთან მუდამ იქნება დაკავშირებული დღე, როცა საქართველომ პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება - სანიოლი და მისი სამწვრთნელო გუნდი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქალაქის, ქვეყნისა და ფეხბურთის ისტორიის განუყოფელ ნაწილად. მადლობა!
  16. ნეტგაზეთიოპოზიციურისანიოლი: მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის
  17. BM.GEოპოზიციური"საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება" - ვილი სანიოლი
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
რამაზ სვანაძემ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები