ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული, დამშვიდობების დრო დადგა, საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება - სანიოლი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნაკრებიდან წასვლასთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა, რომელშიც მადლობა გადაუხადა ქვეყანას, ფეხბურთის ფედერაციას და მოთამაშეებს გასული ექვსი წლისთვის.

ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული, დამშვიდობების დრო დადგა, საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება - სანიოლი
ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული, დამშვიდობების დრო დადგა, საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება - სანიოლირუსთავი 2

საქართველოს ეროვნულ ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვილი სანიოლი, საქართველოს ნაკრებიდან წასვლასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

სანიოლი განვლილ ექვს წელს დაუვიწყარს უწოდებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მის გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება.

"ძვირფასო საქართველო

გავიდა ექვსი დაუვიწყარი წელი, სავსე ემოციებით, განსაკუთრებული მომენტებითა და უნიკალური გამოცდილებით, რომლებსაც მე მთელი ცხოვრება გულში ვატარებ.

მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და ჩემს მოთამაშეებს. თქვენ მომეცით შესაძლებლობა, განმეცადა ისეთი ემოციები, რომლებიც მანამდე არასდროს მიგრძვნია, და ისეთი მომენტები, რომლებსაც ვერასოდეს დავივიწყებ.

თუმცა, ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული. ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით.

აქ მხოლოდ კოლეგებსა და თანამოაზრეებს არ ვტოვებ, აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც წლების განმავლობაში ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა. მეგობრობას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგვაკავშირებს.

საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება.

მთელი გულით გისურვებთ ნათელ მომავალს, რადგან თქვენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებთ.

მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის.

ნახვამდის და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ისევ შევხვდებით,"- აღნიშნავს ვილი სანიოლი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძვირფასო საქართველო გავიდა ექვსი დაუვიწყარი წელი, სავსე ემოციებით, განსაკუთრებული მომენტებითა და უნიკალური გამოცდილებით, რომლებსაც მე მთელი ცხოვრება გულში ვატარებ. მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და ჩემს მოთამაშეებს. თქვენ მომეცით შესაძლებლობა, განმეცადა ისეთი ემოციები, რომლებიც მანამდე არასდროს მიგრძვნია, და ისეთი მომენტები, რომლებსაც ვერასოდეს დავივიწყებ. თუმცა, ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული. ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით. აქ მხოლოდ კოლეგებსა და თანამოაზრეებს არ ვტოვებ, აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც წლების განმავლობაში ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა. მეგობრობას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგვაკავშირებს. საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება. მთელი გულით გისურვებთ ნათელ მომავალს, რადგან თქვენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებთ. მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის. ნახვამდის და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ისევ შევხვდებით,“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.