პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვილი სანიოლი გაუშვეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ეროვნულ ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომლის დებიუტიც უკრაინელებთან მატჩში შედგება. გადაწყვეტილება ჩრდილოეთ ირლანდიასთან მარცხის შემდეგ მიიღეს.

ვილი სანიოლი გაუშვეს
TV პირველი

ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან გაუშვეს - საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს.

სვანაძის დებიუტი ორშაბათს, 28 სექტემბერს, უკრაინელებთან საშინაო მატჩში შედგება.

ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში გუშინდელი თამაშის შემდეგ დადგა - საქართველოს ეროვნულმა გუნდმა „დინამო არენაზე" უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიელებთან 0:1 წააგო, რის გამოც სანიოლს წილად უდიდესი კრიტიკა შეხვდა.

ჩრდილოეთ ირლანდიასთან სასტარტო მატჩში დამარცხების შემდეგ, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "შეცდომებს ყველა უშვებს".

რაც შეეხება სვანაძეს, მას დღეს ახალგაზრდული ნაკრები სათამაშოდ ბერძნებთან უნდა გაეყვანა, თუმცა მის ნაცვლად ამ თანამდებობას რამაზის ასისტენტი გიორგი ადამია ჩაიბარებს.

სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ეროვნულმა გუნდმა 57 მატჩი ჩაატარა. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით 2024 წელს საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია და ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

17 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 12
  1. ფორმულაოპოზიციურიეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
  3. პირველი არხისამთავრობოვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს #1TVSPORT
  4. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურივილი სანიოლი მოხსნეს, მას ნაკრებში ქართველი მწვრთნელი ჩაანაცვლებს
  6. BM.GEოპოზიციურიეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვილი სანიოლის რამაზ სვანაძე შეცვლის
  7. ტაბულაოპოზიციურისაქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
  8. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ხდება
  9. ალიაოპოზიციურივილი სანიოლმა პოსტი დატოვა – საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
  10. POSTVსამთავრობოსაქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს • POSTV
  11. ნეტგაზეთიოპოზიციურივინ არის საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი რამაზ სვანაძე
  12. ბათუმელებიოპოზიციურივილი სანიოლის ახალგაზრდული ნაკრების ქართველი მწვრთნელი შეცვლის
  13. TV პირველიოპოზიციურიკახა კალაძის პირველი გამოხმაურება ვილი სანიოლის წასვლაზე
  14. იმედინიუსისამთავრობოკახა კალაძე: ვილი სანიოლის სახელთან მუდამ იქნება დაკავშირებული დღე, როცა საქართველომ პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება - სანიოლი და მისი სამწვრთნელო გუნდი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქალაქის, ქვეყნისა და ფეხბურთის ისტორიის განუყოფელ ნაწილად. მადლობა!
  15. ალიაოპოზიციურიკახა კალაძე ვილი სანიოლის წასვლას ეხმაურება
  16. ნეტგაზეთიოპოზიციურისანიოლი: მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის
  17. BM.GEოპოზიციური"საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება" - ვილი სანიოლი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინას უმასპინძლებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები