ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს #1TVSPORT
ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ, ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა. ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს.

ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან წაგების შემდეგ, ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, გუნდს კი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
„საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. სვანაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ ვილი სანიოლს შეცვლის. მადლობა ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრებში გატარებული თითოეული წუთისთვის და იმ ემოციებისთვის, რომლებიც ამ ისტორიულ გზაზე ერთად გამოვიარეთ“, – წერია სფფ-ის განცხადებაში.
სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ეროვნულმა გუნდმა 57 მატჩი ჩაატარა. სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია: 2024 წელს გუნდმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, სადაც ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და ტურნირის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.
რამაზ სვანაძე დღემდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა და ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ იასპარეზა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სამ შეხვედრაში სვანაძის ასისტენტი გიორგი ადამია გაწვრთნის.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
17 სტატიაეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
ვილი სანიოლი გაუშვეს
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
ვილი სანიოლი მოხსნეს, მას ნაკრებში ქართველი მწვრთნელი ჩაანაცვლებს
ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვილი სანიოლის რამაზ სვანაძე შეცვლის
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ხდება
ვილი სანიოლმა პოსტი დატოვა – საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს • POSTV
ვინ არის საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი რამაზ სვანაძე
ვილი სანიოლის ახალგაზრდული ნაკრების ქართველი მწვრთნელი შეცვლის
კახა კალაძის პირველი გამოხმაურება ვილი სანიოლის წასვლაზე
კახა კალაძე: ვილი სანიოლის სახელთან მუდამ იქნება დაკავშირებული დღე, როცა საქართველომ პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება - სანიოლი და მისი სამწვრთნელო გუნდი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქალაქის, ქვეყნისა და ფეხბურთის ისტორიის განუყოფელ ნაწილად. მადლობა!
კახა კალაძე ვილი სანიოლის წასვლას ეხმაურება
სანიოლი: მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის
"საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება" - ვილი სანიოლი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…