პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვილი სანიოლი მოხსნეს, მას ნაკრებში ქართველი მწვრთნელი ჩაანაცვლებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვილი სანიოლი გაათავისუფლეს, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიასთან მარცხის შემდეგ მოხსნეს. მას 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე ჩაანაცვლებს.

ვილი სანიოლი მოხსნეს, მას ნაკრებში ქართველი მწვრთნელი ჩაანაცვლებს
ნეტგაზეთი

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს.

სვანაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ ვილი სანიოლს შეცვლის.

სანიოლი გუშინ ერთა ლიგის მატჩში ჩრდ.ირლანდიასთან წაგებული 0-1-ის შემდეგ გაათავისუფლეს.

სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ეროვნულმა გუნდმა 57 მატჩი ჩაატარა.სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. 2024 წელს გუნდმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, სადაც ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და ტურნირის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.

რამაზ სვანაძე დღემდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა და ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ იასპარეზა.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სამ შეხვედრაში სვანაძეს მისი ასისტენტი გიორგი ადამია შეცვლის.

“მადლობა, ვილი სანიოლს, საქართველოს ნაკრებში გატარებული თითოეული წუთისთვის და იმ ემოციებისთვის, რომლებიც ამ ისტორიულ გზაზე ერთად გამოვიარეთ”, – ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

17 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 12
  1. ფორმულაოპოზიციურიეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
  3. პირველი არხისამთავრობოვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს #1TVSPORT
  4. TV პირველიოპოზიციურივილი სანიოლი გაუშვეს
  5. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
  6. BM.GEოპოზიციურიეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვილი სანიოლის რამაზ სვანაძე შეცვლის
  7. ტაბულაოპოზიციურისაქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
  8. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ხდება
  9. ალიაოპოზიციურივილი სანიოლმა პოსტი დატოვა – საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
  10. POSTVსამთავრობოსაქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს • POSTV
  11. ნეტგაზეთიოპოზიციურივინ არის საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი რამაზ სვანაძე
  12. ბათუმელებიოპოზიციურივილი სანიოლის ახალგაზრდული ნაკრების ქართველი მწვრთნელი შეცვლის
  13. TV პირველიოპოზიციურიკახა კალაძის პირველი გამოხმაურება ვილი სანიოლის წასვლაზე
  14. იმედინიუსისამთავრობოკახა კალაძე: ვილი სანიოლის სახელთან მუდამ იქნება დაკავშირებული დღე, როცა საქართველომ პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება - სანიოლი და მისი სამწვრთნელო გუნდი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქალაქის, ქვეყნისა და ფეხბურთის ისტორიის განუყოფელ ნაწილად. მადლობა!
  15. ალიაოპოზიციურიკახა კალაძე ვილი სანიოლის წასვლას ეხმაურება
  16. ნეტგაზეთიოპოზიციურისანიოლი: მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის
  17. BM.GEოპოზიციური"საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება" - ვილი სანიოლი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
კახა კალაძე: “ვილი სანიოლი და მისი სამწვრთნელო გუნდი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქალაქის, ქვეყნისა და ფეხბურთისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები