პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვინ არის საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი რამაზ სვანაძე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაქართული ოცნება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვილი სანიოლი რამაზ სვანაძემ შეცვალა, რომელიც გუნდს 2028 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს. სვანაძე წარსულში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ხელმძღვანელობდა და მის სახელს გუნდის ისტორიული წარმატებები უკავშირდება.

ვინ არის საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი რამაზ სვანაძე
ნეტგაზეთი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვილი სანიოლს ქართველი რამაზ სვანიძე შეცვლის. ის ეროვნულ ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

რამაზ სვანაძის სახელი და გვარი შესაძლოა ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, თუმცა ის საფეხბურთო წრეებში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მენეჯერად მიიჩნევა.

მისი სახელი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ისტორიულ მიღწევებთან არის დაკავშირებული. მისი ხელმძღვანელობით ახალგაზრდულმა ნაკრებმა ორჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და თანასწორად ეპაექრა ისეთ გრანდებს, როგორებიც მაგალითად ჰოლანდია და ბელგია არიან, ხოლო პორტუგალიის ნაკრებს მოუგო.

ბიოგრაფია და კარიერული გზა

რამაზ სვანაძე 1981 წლის 2 მარტს დაიბადა. მისი საფეხბურთო კარიერა, როგორც მოთამაშისა, საკმაოდ ადრეულ ასაკში ტრავმის გამო დასრულდა, რამაც აიძულა, სამწვრთნელო საქმიანობაში ჩართულიყო.

რამაზ სვანაძე მარჯვნივ. ბატე VS დინამო, 2001 წელი – EPA PHOTO EPA/VIKTOR DRACHEV

სამწვრთნელო კარიერის საწყის ეტაპზე ის “დინამო თბილისის” აკადემიაში მუშაობდა. სვანაძემ მუშაობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტრუქტურაში გააგრძელა. ის ხელმძღვანელობდა საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს, 2021 წლიდან კი 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა.

ვლადიმერ ვაისის პოსტიდან წასვლის შემდეგ, სვანაძემ მოკლე ვადით ჩაიბარა საქართველოს ეროვნული ნაკრები და უეფას ერთა ლიგის დასკვნით მატჩში ესტონეთის წინააღმდეგ გუნდს უხელმძღვანელა (მატჩი 0:0 დასრულდა).

სვანაძის სამწვრთნელო კარიერის პიკი 2023 წლის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატია, რომელიც საქართველოში გაიმართა. ე.წ. “სიკვდილის ჯგუფში” (პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები) საქართველოს ნაკრებმა დაუმარცხებლად დაიკავა პირველი ადგილი და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ისრაელთან მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდა.

სათამაშო სტილი

რამაზ სვანაძის გუნდები გამოირჩევიან პრესინგით და ბურთის ამოტანას კომბინაციური ფეხბურთით ცდილობენ. ის უპირატესობას ანიჭებს 4-3-3-სა და ბურთზე დომინირებულ ფეხბურთს, თუმცა 2023 წელს გამოჩნდა, რომ გრანდებთან არც 5 მცველით, მეორე ნორმად თამაში და კონტრშეტევებიდან გატანილი გოლები ეთაკილება.

რამაზ სვანაძე

რამაზ სვანაძე საფეხბურთო ოჯახიდანაა. ის ლეგენდარული „დინამოს“ მცველის, ზაურ სვანაძის ძმისშვილია. მამამისი, მამუკა სვანაძე ქუთაისის „ტორპედოს“ მოთამაშე იყო.

Transfermarkt-ის უახლესი მონაცემებით (2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით), რამაზ სვანაძეს საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯამში 45 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც დაახლოებით 44%-ში გაიმარჯვა.

მოგება: 20

ფრე: 10

წაგება: 15

აღსანიშნავია, რომ სვანაძეს საქართველოს ნაკრების მოქმედი ბირთვის ძალიან ბევრ ფეხბურთელთან უმუშავია ახალგაზრდულ გუნდებში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

17 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 12
  1. ფორმულაოპოზიციურიეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
  3. პირველი არხისამთავრობოვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს #1TVSPORT
  4. TV პირველიოპოზიციურივილი სანიოლი გაუშვეს
  5. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
  6. ნეტგაზეთიოპოზიციურივილი სანიოლი მოხსნეს, მას ნაკრებში ქართველი მწვრთნელი ჩაანაცვლებს
  7. BM.GEოპოზიციურიეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვილი სანიოლის რამაზ სვანაძე შეცვლის
  8. ტაბულაოპოზიციურისაქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
  9. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ხდება
  10. ალიაოპოზიციურივილი სანიოლმა პოსტი დატოვა – საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
  11. POSTVსამთავრობოსაქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს • POSTV
  12. ბათუმელებიოპოზიციურივილი სანიოლის ახალგაზრდული ნაკრების ქართველი მწვრთნელი შეცვლის
  13. TV პირველიოპოზიციურიკახა კალაძის პირველი გამოხმაურება ვილი სანიოლის წასვლაზე
  14. იმედინიუსისამთავრობოკახა კალაძე: ვილი სანიოლის სახელთან მუდამ იქნება დაკავშირებული დღე, როცა საქართველომ პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება - სანიოლი და მისი სამწვრთნელო გუნდი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქალაქის, ქვეყნისა და ფეხბურთის ისტორიის განუყოფელ ნაწილად. მადლობა!
  15. ალიაოპოზიციურიკახა კალაძე ვილი სანიოლის წასვლას ეხმაურება
  16. ნეტგაზეთიოპოზიციურისანიოლი: მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის
  17. BM.GEოპოზიციური"საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება" - ვილი სანიოლი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
უკრაინასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები