ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

რამაზ სვანაძემ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა

რამაზ სვანაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა. მან აღნიშნა, რომ მზად არის ახალი გამოწვევისთვის და ისაუბრა თავის გავლილ გზაზე. ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და ნაკრების ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი ესწრებოდნენ. სვანაძემ ვილი სანიოლი შეცვალა და პოსტს 2028 წლამდე დაიკავებს.

რამაზ სვანაძემ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა
რამაზ სვანაძემ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართაTV პირველი

რამაზ სვანაძემ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა. ღონისძიებას, რომელსაც ბორის პაიჭაძის სტადიონმა უმასპინძლა, საქართველოს ფეხბურთი ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და ეროვნული ნაკრების ვიცე კაპიტანი ოთარ კიტეიშვილიც ესწრებოდნენ.

პირველი მატჩი სვანაძის ხელმძღვანელობით უკვე ხვალ გაიმართება. კითხვაზე, რამდენად არის მზადამ გამოწვევისთვის, მთავარმა მწვრთნელმა თქვა: "რამაზ სვანაძე ყველაფრისთვის მზდ არის".

მე ძალიან ხშირად მქონდა იმის შანსი, რომ ვყოფილიყავი ნაკრებში როგორც ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მერწმუნეთ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. რამაზ სვანაძე არ მოსულა მარტივად იქ, სადაც ახლა არის. რამაზ სვანაძეს ძალიან დიდი გზის გავლა დასჭირდა იმისთვის, რომ აქ მოსულიყო და სანამ რამაზ სვანაძე აქ მოვიდოდა, მან გაიარა ძალიან რთული გზა დაწყებული ბავშვთა ფეხბურთიდან, ასაკობრივი ნაკრებებით, დამთავრებული ევროპის ჩემპიონატით, რომლის ანალოგიც მანამდე საქართველოში არ ყოფილა, ამიტომ მემგონი, აღარ უნდა დავაკონკრეტო ის კითხვა, მზად არის თუ არა რამაზ სვანაძე იმისთვის მზად, რომ იყოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, - თქვან სვანაძემ.

საინტერესო განცხადება გააკეთა ალექსანდრე იაშვილმაც:

"ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან რამაზ სვანაძე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებდა".

გუშინ გაირკვა, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი აღარ იქნება. მას რამაზ სვანაძე შეცვლის, რომელიც თანამდებობას 2028 წლამდე დაიკავებს.

რამაზ სვანაძე აქამდე 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა. მას მისი ასისტენტი გიორგი ადამია შეცვლის.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რამაზ სვანაძე ყველაფრისთვის მზდ არის“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან რამაზ სვანაძე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებდა“
ალექსანდრე იაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.