ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვილი სანიოლის რამაზ სვანაძე შეცვლის

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელიც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვილი სანიოლს შეცვლის. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვილი სანიოლის რამაზ სვანაძე შეცვლის
ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვილი სანიოლის რამაზ სვანაძე შეცვლისBM.GE

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. სვანაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ ვილი სანიოლს შეცვლის. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ეროვნულმა გუნდმა 57 მატჩი ჩაატარა.სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. 2024 წელს გუნდმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, სადაც ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და ტურნირის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.

რამაზ სვანაძე დღემდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა და ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ იასპარეზა.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სამ შეხვედრაში სვანაძეს მისი ასისტენტი გიორგი ადამია შეცვლის.

მადლობა, ვილი სანიოლს, საქართველოს ნაკრებში გატარებული თითოეული წუთისთვის და იმ ემოციებისთვის, რომლებიც ამ ისტორიულ გზაზე ერთად გამოვიარეთ.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.