ლევან მაჭავარიანი – არასამთავრობოებმა სააკაშვილი ბოლოს აღარ შეიყვანეს პოლიტპატიმართა სიაში, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მათ დავეთანხმე, შემდეგ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი და სიაში შეიყვანეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმართა სიაში ბულინგის წნეხის გამო შეიყვანეს. თავად ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განაცხადა, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმრის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მდიდარ „ენჯეოებს“ რაღაცაში დავეთანხმე, მაშინ მათ თქვეს, სააკაშვილი არ არის პოლიტიკური დევნილიო, შემდეგ სააკაშვილის მხრიდან იგრძნეს ბულინგი და ამ წნეხს ვერ გაუძლეს, რის გამოც, საბოლოოდ, ამ სიაში შეიყვანეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, ძალიან კარგია, რომ „ნაცები“ ერთმანეთს აბულინგებენ.
„არასამთავრობოებმა ბოლოს უკვე აღარ შეიყვანეს სააკაშვილი პოლიტპატიმრების სიაში. იმას მაინც მიხვდნენ, რომ ასეთი სითავხედეც აღარ შეიძლებოდა, ვინაიდან ვისაც მათი სჯერა საქართველოში, ჯამში, შეიძლება, 20-30 ადამიანი იყოს, ისინიც უკვე აღარ იჯერებენ. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ბულინგმა გაჭრა, დაიწყეს პოლიტიკური დევნის დასახელება ისეთ საქმეებთან, ყველამ იცის სააკაშვილის გაფლანგულ თანხებთან დაკავშირებული საქმე, შემდეგ შეფუთეს „პიჯაკების საქმედ“. ცხრა მილიონ ლარზეა საუბარი და არა მგონია, პიჯაკები ამდენი ჯდებოდეს. მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი მკვლელი, მკვლელი რეჟიმის მთავარი შემოქმედი, შესაბამისად, ძალიან არასერიოზულია ნებისმიერი ადამიანის მხრიდან ასეთი განცხადებები, მით უმეტეს, ეკა გიგაურისგან, რომელიც ჩვეულებრივი აგენტია, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. სამარცხვინოცაა, როდესაც რომელიმე ქვეყანა ეძახის გიგაურისნაირ აგენტებს თავის ქვეყანაში, თითქოს საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით უნდა ილაპარაკონ. სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, ეს მაშინაც ვთქვი და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მდიდარ „ენჯეოებს“ რაღაცაში დავეთანხმე, მაშინ მათ თქვეს, რომ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური დევნილიო. შემდეგ მათ სააკაშვილის მხრიდან იგრძნეს ბულინგი და ამ წნეხს ვერ გაუძლეს „ნაცებმა“ ერთმანეთში, რის გამოც, საბოლოოდ, ამ სიაში შეიყვანეს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ მიერ შედგენილ პოლიტიკურ პატიმართა სიაში იქნება შეყვანილი. ორგანიზაციის შეფასებით, ე.წ. პიჯაკების საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ხოლო მიმიდინარე საქმეებზე მის მიმართ წარმართული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც სააკაშვილი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900 (2012) რეზოლუციის მიხედვით, აკმაყოფილებს პოლიტიკური პატიმრისთვის განსაზღვრულ (5-დან 4) კრიტერიუმს.
ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პატიმართა ანალოგიური სია ადრეც მოამზადა, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი შეყვანილი არ იყო. ორგანიზაციის აღნიშნული გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა გააკრიტიკა.
ციტატები სტატიიდან
„არასამთავრობოებმა ბოლოს უკვე აღარ შეიყვანეს სააკაშვილი პოლიტპატიმრების სიაში. იმას მაინც მიხვდნენ, რომ ასეთი სითავხედეც აღარ შეიძლებოდა, ვინაიდან ვისაც მათი სჯერა საქართველოში, ჯამში, შეიძლება, 20-30 ადამიანი იყოს, ისინიც უკვე აღარ იჯერებენ. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ბულინგმა გაჭრა, დაიწყეს პოლიტიკური დევნის დასახელება ისეთ საქმეებთან, ყველამ იცის სააკაშვილის გაფლანგულ თანხებთან დაკავშირებული საქმე, შემდეგ შეფუთეს „პიჯაკების საქმედ“. ცხრა მილიონ ლარზეა საუბარი და არა მგონია, პიჯაკები ამდენი ჯდებოდეს. მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი მკვლელი, მკვლელი რეჟიმის მთავარი შემოქმედი, შესაბამისად, ძალიან არასერიოზულია ნებისმიერი ადამიანის მხრიდან ასეთი განცხადებები, მით უმეტეს, ეკა გიგაურისგან, რომელიც ჩვეულებრივი აგენტია, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. სამარცხვინოცაა, როდესაც რომელიმე ქვეყანა ეძახის გიგაურისნაირ აგენტებს თავის ქვეყანაში, თითქოს საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით უნდა ილაპარაკონ. სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, ეს მაშინაც ვთქვი და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მდიდარ „ენჯეოებს“ რაღაცაში დავეთანხმე, მაშინ მათ თქვეს, რომ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური დევნილიო. შემდეგ მათ სააკაშვილის მხრიდან იგრძნეს ბულინგი და ამ წნეხს ვერ გაუძლეს „ნაცებმა“ ერთმანეთში, რის გამოც, საბოლოოდ, ამ სიაში შეიყვანეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.