ტრამპს ზელენსკისთვის პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლა არ უთხოვია - ზელენსკის ოფისი Bloomberg-ის ინფორმაციას უარყოფს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა უარყო Bloomberg-ის გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში ჩასვლა და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა მოსთხოვა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში Bloomberg-ის ინფორმიაციას უარყოფენ - კომუნიკაციების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დმიტრი ლიტვინმა უკრაინსკაია პრავდასთან საუბრისას განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ვოლოდიმიტ ზელენსკისთვის ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლა არ უთხოვია.
"ეს მცდარი ინფორმაციაა" - განაცხადა დმიტრი ლიტვინმა.
Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ 22 სექტემბერს ნიუ-იორკში ზელენსკისთან შეხვედრისას ტრამპმა მას მოსკოვში გამგზავრება სთხოვა, რათა პუტინთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გაემართა. გამოცემის ინფორმაციით, ზელენსკიმ შეთავაზებაზე უარი თქვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2Bloomberg: ტრამპმა ზელენსკი მოსკოვში პუტინთან შესახვედრად მიიწვია, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა უარი განაცხადა
- ტაბულაBloomberg: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, რომ პუტინს მოსკოვში შეხვდეს
- ფორმულაუკრაინა უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტრამპმა ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სთხოვა
- ტაბულაზელენსკის ოფისი: ტრამპს ზელენსკისთვის პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლა არ უთხოვია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…