ზელენსკის ოფისი: ტრამპს ზელენსკისთვის პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლა არ უთხოვია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა უარყო Bloomberg-ის გავრცელებული ცნობა, თითქოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად წასვლა მოსთხოვა. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დმიტრი ლიტვინმა ეს ინფორმაცია მცდარად შეაფასა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უარყვეს Bloomberg-ის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის მიზნით გამგზავრება სთხოვა.
"ეს მცდარი ინფორმაციაა" - განაცხადა კომუნიკაციების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დმიტრი ლიტვინმა უკრაინსკაია პრავდასთან საუბრისას.
Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ 22 სექტემბერს ნიუ-იორკში ზელენსკისთან შეხვედრისას ტრამპმა მას მოსკოვში გამგზავრება სთხოვა, რათა პუტინთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გაემართა.
გამოცემის ინფორმაციით, ზელენსკიმ შეთავაზებაზე უარი თქვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2Bloomberg: ტრამპმა ზელენსკი მოსკოვში პუტინთან შესახვედრად მიიწვია, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა უარი განაცხადა
- ტაბულაBloomberg: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, რომ პუტინს მოსკოვში შეხვდეს
- ფორმულაუკრაინა უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტრამპმა ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სთხოვა
- TV პირველიტრამპს ზელენსკისთვის პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლა არ უთხოვია - ზელენსკის ოფისი Bloomberg-ის ინფორმაციას უარყოფს
ციტატები სტატიიდან
„ეს მცდარი ინფორმაციაა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…