ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

Bloomberg: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, რომ პუტინს მოსკოვში შეხვდეს

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, მოსკოვში ჩავიდეს და ვლადიმირ პუტინს შეხვდეს, რასაც უკრაინის პრეზიდენტი უარყოფითად შეხვდა. პარალელურად, ცნობილი გახდა აშშ-ის მიერ პუტინის ფლორიდაში G20-ის სამიტზე მიწვევის შესახებ, ასევე გაიმართა განხილვები ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტისა და Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის თაობაზე.

Bloomberg: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, რომ პუტინს მოსკოვში შეხვდეს
Bloomberg: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, რომ პუტინს მოსკოვში შეხვდესტაბულა

გამოცემა Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში გამგზავრებისკენ და ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, მოსკოვში პუტინთან მოლაპარაკებების გამართვაზე ზელენსკის წარსულში უარი არაერთხელ უთქვამს. გამოცემას წყაროებმა უთხრეს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ტრამპის მიერ წარდგენილ წინადადებას უარყოფითად შეხვდა.

Bloomberg აღნიშნავს, რომ ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა სხვა წყაროების ცნობები ეჭვქვეშ დააყენა, თუმცა კონკრეტული დეტალების დაზუსტებაზე გამოცემას უარი უთხრა.

ცნობისთვის, პარალელურად, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გამოაცხადა, რომ აშშ-მ პუტინი დეკემბერში, ფლორიდაში დაგეგმილ G20-ის სამიტზე მიიწვია.

გარდა ამისა, ამ კვირაში ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრები ზელენსკიმაც და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც, სერგეი ლავროვმაც გამართეს. აშშ საწვავის ფასების ზრდის ფონზე ორივე მხარეს ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს, თუმცა შეთანხმება არ მიღწეულა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ასეთი შეთანხმებისთვის მზადაა იმ შემთხვევაში, თუ ის ორმხრივი იქნება.

ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ შეხვედრებზე ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების წარმოების ლიცენზიის მინიჭებაზე საბოლოო თანხმობა გასცა.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.