ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

დიმიტრი პესკოვმა ზელენსკის პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლა შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თუ ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს, მას მოსკოვში ჩასვლა შეუძლია. ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრისთვის მზადაა.

დიმიტრი პესკოვმა ზელენსკის პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლა შესთავაზა
დიმიტრი პესკოვმა ზელენსკის პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლა შესთავაზაფორმულა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლის პოზიცია ორი ქვეყნის ლიდერების შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება და თუ ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს, მას შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს.

როგორც კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, პუტინმა ადრეც განაცხადა, რომ სურვილის შემთხვევაში ზელენსკოს მოსკოვში მიიღებენ და უსაფრთხოების გარანტიებსაც მისცემენ, თუმცა მან კარგად იცის, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.

აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის მზადაა ვლადიმერ პუტინს ნებისმიერ დროს შეხვდეს და მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად ყველამ სწრაფად უნდა იმოქმედოს, საქმეში კი აშშ-ის ლიდერს სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებაში დახმარება შეუძლია.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.