ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

დიმიტრი პესკოვი - თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდეს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა მოსკოვში შეუძლია და მას უსაფრთხოების გარანტიები მიეცემა. თავის მხრივ, ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შემდეგ აღნიშნა, რომ მზადაა პუტინს ნებისმიერ დროს შეხვდეს.

დიმიტრი პესკოვი - თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდეს
დიმიტრი პესკოვი - თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდესინტერპრესნიუსი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლის პოზიცია რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ უცვლელი რჩება და თუ ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს, შეუძლია, მოსკოვში ჩავიდეს.

„პუტინისა და ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია კარგად არის ცნობილი. პუტინმა თქვა, რომ ზელენსკის, თუ სურვილი აქვს, შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდეს, მას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემენ. მან კარგად იცის, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს და რომ აშშ-ის პრეზიდენტს სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებაში დახმარების გაწევა შეუძლია.

„მზად ვარ პუტინთან ნებისმიერ დროს შესახვედრად. ვფიქრობ, რომ ყველამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ (ომის დასასრულებლად)”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პუტინისა და ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია კარგად არის ცნობილი. პუტინმა თქვა, რომ ზელენსკის, თუ სურვილი აქვს, შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდეს, მას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემენ. მან კარგად იცის, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.