ვლადიმერ პუტინი - კიევის რეჟიმი არ წყვეტს დარტყმებს ჩვენს ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებზე, აშშ-ის პრეზიდენტის თხოვნის მოუხედავად, ყველაფერი გრძელდება, ვითომც არაფერი
ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა აშშ-ის პრეზიდენტის თხოვნის მიუხედავად რუსულ ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებზე დარტყმებს განაგრძობს და მოსკოვის მხრიდან საპასუხო ქმედებებით იმუქრება.

უკრაინა, ტრამპის თხოვნის მიუხედავად, აგრძელებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
“ვხედავთ, რომ კიევის რეჟიმი არ წყვეტს დარტყმებს ჩვენს ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებზე. სხვათა შორის, აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდებისა და პირდაპირი თხოვნის მიუხედავად, რომ ეს არ გაეკეთებინათ, თავი შეეკავებინათ ამ დარტყმებისგან, კიევის ხელისუფლება არ უსმენს ასეთ რჩევებს”, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, “ყველაფერი გრძელდება, ვითომც არაფერი”.
“ამასთან დაკავშირებით აღვნიშნავ, ჩვენი მხრიდან საპასუხო ქმედებები გარდაუვალია, ყველამ უნდა იცოდეს ამის შესახებ,” - განაცხადა პუტინმა.
ამავდროულად, “ესკალაციას, რომელიც მოწინააღმდეგემ მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში დაიწყო და, როგორც საჯაროდ ითხოვა, გათვლილი იყო 40 დღეზე”, პუტინის თქმით, არ შეუძლია რუსეთისთვის კრიტიკული ზიანის მიყენება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…