პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

უკრაინა უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტრამპმა ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სთხოვა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა უარყო ინფორმაცია, თითქოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლა სთხოვა. კომუნიკაციების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დმიტრი ლიტვინმა ეს ცნობები მცდარად შეоფასა.

უკრაინა უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტრამპმა ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სთხოვა
ფორმულა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლა სთხოვა და ამის შესახებ უარი მიიღო.

კომუნიკაციების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, დმიტრი ლიტვინმა განაცხადა, რომ ეს მცდარი ინფორმაციაა.

მანამდე, გამოცემა Bloomberg-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ 22 სექტემბერს ნიუ-იორკში შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში ჩასვლა სთხოვა, რათა ომის დასრულებაზე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიეღო. გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ დონალდ ტრამპის წინადადება უარყო.

მიმდინარე კვირაში, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრები ზელენსკიმაც და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც, სერგეი ლავროვმაც გამართეს. აშშ საწვავის ფასების ზრდის ფონზე ორივე მხარეს ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს, თუმცა შეთანხმება არ მიღწეულა. ზელენსკის თქმით უკრაინა ასეთი შეთანხმებისთვის მზადაა იმ შემთხვევაში, თუ ის ორმხრივი იქნება.

შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის გაეცა ლიცენზიები "Patriot"-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების წარმოებაზე.

ზელენსკის თქმით, აშშ უკრაინას, რუსეთსა და ამერიკულ მხარეს შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ტექნიკური შეხვედრის გამართვის წინადადებითაც გამოვიდა და ამ ეტაპზე კიევი შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით ვაშინგტონის წინადადებას ელოდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოBloomberg: ტრამპმა ზელენსკი მოსკოვში პუტინთან შესახვედრად მიიწვია, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა უარი განაცხადა
  2. ტაბულაოპოზიციურიBloomberg: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, რომ პუტინს მოსკოვში შეხვდეს
  3. ტაბულაოპოზიციურიზელენსკის ოფისი: ტრამპს ზელენსკისთვის პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლა არ უთხოვია
  4. TV პირველიოპოზიციურიტრამპს ზელენსკისთვის პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლა არ უთხოვია - ზელენსკის ოფისი Bloomberg-ის ინფორმაციას უარყოფს
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრას მართავენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები