პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურაშემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ვლადიმერ ხუნდაძეს, სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ცნობით, ის ეხმარებოდა პირს უკანონო ალკოჰოლური სასმელების დასამზადებელი პროდუქციის შემოტანასა და განბაჟებაში.

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა
ფორმულა

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ვლადიმერ ხუნდაძეს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძე, რომელიც 2025 წლის პირველ ნახევარში იკავებდა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორისი გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ქ. გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არაყის დამზადებასა და შენახვას.

ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა პროდუქციის საქართველოში უსაფრთხოდ შემოსატანად ბ.გოგიჩაიშვილმა დასახმარებლად მიმართა ვლადიმერ ხუნდაძეს, რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებასაც საბაჟო პროცედურების კონტროლი და ზედამხედველობა წარმოადგენდა.

ვლადიმერ ხუნდაძე ბორის გოგიჩაიშვილს მუდმივად აძლევდა მითითებებს პროდუქციის შემოტანისა და განბაჟების სათანადო დროის შესახებ, ასევე უთითებდა, თუ რა შინაარსით უნდა მომხდარიყო პროდუქციის განბაჟება, რათა საბაჟო პროცედურების გავლის დროს საფრთხე არ შეჰქმნოდათ.

შედეგად, 2025 წლის პირველ ნახევარში, გოგიჩაიშვილმა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, საქართველოში შემოიტანა ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო პროდუქცია: სპეციალური შეფუთვის მქონე მინის ბოთლები, ეტიკეტები, საცობები და სხვ.

გარდა აღნიშნულისა, ხუნდაძისათვის ცნობილი იყო, თუ რა დანაშაულის ჩადენა ხდებოდა გოგიჩაიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირთა მიერ. მიუხედავად ამისა, მის მიერ არ მომხდარა შესაბამისი სამსახურებრივი რეაგირება და არც სხვა სახელმწიფო ორგანოებისთვის შეტყობინება მძიმე დანაშაულის შესახებ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ხუნდაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 5ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდებული შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
  2. BM.GEოპოზიციურიRS-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს უაქციზო ალკოჰოლის საწარმოს მფარველობისთვის სასამართლომ 1.5 წელი მიუსაჯა
  3. TV პირველიოპოზიციურილილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიწლინახევრით პატიმრობა მიუსაჯეს შემოსავლების სამსახურის ყოფილ უფროსს, რომლის მეჯვარეც ლილუაშვილია
  6. ნეტგაზეთიოპოზიციურიშემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
  7. ტაბულაოპოზიციურიშემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პანიკის დათესვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უნდათ - ზურა რურუა სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციაზეწაიკითხე

უახლესი ამბები