პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

წლინახევრით პატიმრობა მიუსაჯეს შემოსავლების სამსახურის ყოფილ უფროსს, რომლის მეჯვარეც ლილუაშვილია

საქართველოს პროკურატურაშემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ (ზაზა) ხუნდაძეს წლინახევრით პატიმრობა მიუსაჯეს. პროკურატურა მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა გორის ყალბი სასმელების საქმეზე, ბორის გოგიჩაიშვილთან უკანონო კავშირის გამო.

წლინახევრით პატიმრობა მიუსაჯეს შემოსავლების სამსახურის ყოფილ უფროსს, რომლის მეჯვარეც ლილუაშვილია
რადიო თავისუფლება

ზაზა ხუნდაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2025 წლის წლის 31 ოქტომბერს აღიძრა. პროკურატურა მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.

ზაზა ხუნდაძე 2026 წლის იანვარში დააკავეს - პოლიციაში გამოცხადების შემდეგ, რასაც მისი ძმის, კობა ხუნდაძის გირაოთი გათავისუფლება მოჰყვა.

მანამდე ადვოკატი აცხადებდა, რომ ზაზა ხუნდაძემ არ იცოდა, რომ მის წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული იყო და სამკურნალოდ წავიდა თურქეთში.

პატიმრობის ვადის ათვლა სწორედ იანვრიდან დაიწყება. სავარაუდოდ, ის საპატიმროს 2027 წლის აგვისტოში დატოვებს.

სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, - რომელსაც 2026 წლის 16 სექტემბერს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, - ვლადიმერ (ზაზა) ხუნდაძის მეჯვარეა. ისინი კურსელები იყვნენ.

ეს გორის „ყალბი სასმელების“ საქმეა

პროკურატურის განცხადების თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ:

ვლადიმერ ხუნდაძე 2025 წლის პირველ ნახევარში იკავებდა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას;

მას პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, - რომელიც „თანამზრახველებთან ერთად“ გორში უკანონოდ ამზადებდა თითქოსდა ცნობილი ბრენდების გამოშვებულ ვისკისა და არაყს;

ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა პროდუქციის საქართველოში უსაფრთხოდ შემოსატანად, „გოგიჩაიშვილმა დასახმარებლად მიმართა ვლადიმერ ხუნდაძეს, - რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებასაც საბაჟო პროცედურების კონტროლი და ზედამხედველობა წარმოადგენდა“;

„ვლადიმერ ხუნდაძე ბორის გოგიჩაიშვილს მუდმივად აძლევდა მითითებებს პროდუქციის შემოტანისა და განბაჟების სათანადო დროის შესახებ, ასევე უთითებდა, თუ რა შინაარსით უნდა მომხდარიყო პროდუქციის განბაჟება, რათა საბაჟო პროცედურების გავლის დროს საფრთხე არ შეჰქმნოდათ“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 5ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდებული შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
  2. BM.GEოპოზიციურიRS-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს უაქციზო ალკოჰოლის საწარმოს მფარველობისთვის სასამართლომ 1.5 წელი მიუსაჯა
  3. TV პირველიოპოზიციურილილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
  5. ფორმულაოპოზიციურიშემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა
  6. ნეტგაზეთიოპოზიციურიშემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
  7. ტაბულაოპოზიციურიშემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რა ქონებას ფლობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლებული RS-ის უფროსის ექსმოადგილე?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები