დავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: მათი მცდელობა, რომ უმძიმესი დანაშაულებისგან თავი დაიძვრინონ, არაფრის მომცემია
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ მცდელობა, თავი დაიძვრინოს უმძიმესი დანაშაულებისგან, არაფრის მომცემია. პარალელურად, მიმდინარე კვირაში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის სარჩელის განხილვა განახლდება.

რადიკალები დღეს აბსურდის თეატრში არიან. მათ რომ კაცმა დაუჯეროს, იმ დონეზეც მივიდნენ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ ყოფილა ხელისუფლებაში, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, მათი მცდელობა, რომ უმძიმესი დანაშაულებისგან თავი დაიძვრინონ, არაფრის მომცემია.
„საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ხდება ამ ძალის დანაშაულებრივი, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი სახის ბოლომდე ჩვენება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა მიმდინარე კვირაში განახლდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…