პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პედრო სანჩესი: ბრაზილიასა და შეერთებულ შტატებში მიღწეული შედეგების შემდეგ, ესპანეთმაც უნდა დაამტკიცოს, რომ ულტრამემარჯვენე ძალების დამარცხება არჩევნების გზით შესაძლებელია

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ამომრჩევლებს მოუწოდა, უარი თქვან ულტრამემარჯვენე მოძრაობაზე და დაამტკიცონ, რომ მათი დამარცხება არჩევნების გზით შესაძლებელია. მან აშშ-ისა და არგენტინის პრეზიდენტები გააკრიტიკა და ხალხს სოციალისტური პარტიისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდა.

პედრო სანჩესი: ბრაზილიასა და შეერთებულ შტატებში მიღწეული შედეგების შემდეგ, ესპანეთმაც უნდა დაამტკიცოს, რომ ულტრამემარჯვენე ძალების დამარცხება არჩევნების გზით შესაძლებელია
იმედინიუსი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ამომრჩევლებს მოუწოდა, უარი თქვან გლობალურ ულტრამემარჯვენე მოძრაობაზე. მურსიაში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ულტრამემარჯვენეები ქვეყნის პროგრესს უქმნიან საფრთხეს.

ესპანეთის პრემიერმა გააკრიტიკა შეერთებული შტატებისა და არგენტინის პრეზიდენტები, რომლებმაც, მისი თქმით, საკუთარ ქვეყნებს ვერანაირი სიკეთე ვერ მოუტანეს.

„გეკითხებით, შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის მმართველობის 2 წლის შემდეგ, რა სიკეთე მოუტანა ტრამპმა ამერიკასა და მსოფლიოს? ეს ცვლილებაა თუ რეგრესი? რას იტყვით იმ გრძელთმიან კაცზე, რომელსაც ხელში ხერხი უჭირავს? მან არგენტინას ცვლილება მოუტანა თუ რეგრესი? ბრაზილიასა და შეერთებულ შტატებში მიღწეული შედეგების შემდეგ, ესპანეთმაც უნდა დაამტკიცოს, რომ ულტრამემარჯვენე ძალების დამარცხება არჩევნების გზით შესაძლებელია. ხმა სოციალისტური პარტიის კანდიდატს უნდა მისცეთ“, - განაცხადა სანჩესმა.

ვადამდელი არჩევნები ესპანეთში 29 ნოემბერს გაიმართება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ესპანეთის პრემიერი: ესპანეთი ესპანეთიდან იმართება და არა ვაშინგტონიდან, მოსკოვიდან, ბუენოს-აირესიდან ან თელ-ავივიდან - ეს სუვერენული ქვეყანაა და ასეთად დარჩება 29 ნოემბრის შემდეგაცწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები