პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პანიკის დათესვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უნდათ - ზურა რურუა სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე

დეპუტატი ზურაბ რურუა აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ძველი კადრების გავრცელებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და პანიკის დათესვას ცდილობენ.

პანიკის დათესვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უნდათ - ზურა რურუა სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე
რუსთავი 2

სოციალურ ქსელში გვერდმა "პირველი ამბები" გაავრცელა პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, თითქოს ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში, საყრდენი კედლების გამოცლის გამო ასობით ადამიანი აღმოჩნდა.

სინამდვილეში, გამოყენებულია ძველი კადრები, ყოველგვარი თარიღის მითითების გარეშე. ეს გვერდი, სავარაუდოდ, ოპოზიციის მხარდამჭერ და აქტივისტ თორნიკე რაზმაძესთან არის დაკავშირებული. თუმცა თავად რაზმაძემ სოციალურ ქსელში აღნიშნულ გვერდთან კავშირი უარყო.

საზოგადოებაში პანიკის დათესვის მცდელობაზე საუბრობს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ რურუა. მისი თქმით, სიცრუის გავრცელება მათსავე საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რადგან მალევე ხდება სიმართლის გამოვლენა.

"ყოველთვის სურთ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს რაღაცა ამბავი ხდება, უნდათ პანიკის დათესვა. ეს ძალიან ცუდია, რადგან მათი ნებისმიერი ქმედება ერთ-ორ საათზე მეტს ვერ ძლებს და სიმართლე აუცილებლად გამომჟღავნდება ხოლმე.

აღნიშნულ შემთხვევაშიც, იგივე ფაქტი გვაქვს. ტყუილზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელება მათთვის სასიკეთო ნამდვილად არ არის", - განაცხადა ზურა რურუამ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შსს ფეისბუქგვერდ „პირველი ამბების“ მიერ დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე, რომ თითქოს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ადამიანები ნანგრევებში მოყვნენ: კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, არ შეესაბამება რეალობას და საზოგადოებაში პანიკის გამოწვევას ემსახურება - ფეისბუქგვერდ „პირველ ამბებს“ არაერთხელ გაუვრცელებია სენსიტიური შინაარსის მქონე ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რითაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები