პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიქართული ოცნება

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ვლადიმერ ხუნდაძეს, სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურის ცნობით, ის უკანონო ალკოჰოლური სასმელების დამზადებაში მონაწილე პირს პროდუქციის შემოტანასა და განბაჟებაში ეხმარებოდა.

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
ნეტგაზეთი

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურის განცხადებით, სასამართლოში დადასტურდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძეს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად, გორში, უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით, უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების, ვისკისა და არაყის დამზადებასა და შენახვას.

პროკურატურის ვერსიით, რაც სასამართლომაც გაიზიარა, 2025 წლის პირველ ნახევარში, როდესაც ხუნდაძეს თანამდებობა ეკავა და საბაჟო პროცედურების კონტროლი და ზედამხედველობა ევალებოდა, გოგიჩაიშვილმა მას ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა პროდუქციის საქართველოში უსაფრთხოდ შემოტანაში დახმარება სთხოვა.

„ვლადიმერ ხუნდაძე ბორის გოგიჩაიშვილს მუდმივად აძლევდა მითითებებს პროდუქციის შემოტანისა და განბაჟების სათანადო დროის შესახებ, ასევე უთითებდა, თუ რა შინაარსით უნდა მომხდარიყო პროდუქციის განბაჟება, რათა საბაჟო პროცედურების გავლის დროს საფრთხე არ შეჰქმნოდათ.

შედეგად, 2025 წლის პირველ ნახევარში, გოგიჩაიშვილმა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, საქართველოში შემოიტანა ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო პროდუქცია: სპეციალური შეფუთვის მქონე მინის ბოთლები, ეტიკეტები, საცობები და სხვ.

გარდა აღნიშნულისა, ხუნდაძისათვის ცნობილი იყო, თუ რა დანაშაულის ჩადენა ხდებოდა გოგიჩაიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირთა მიერ. მიუხედავად ამისა, მის მიერ არ მომხდარა შესაბამისი სამსახურებრივი რეაგირება და არც სხვა სახელმწიფო ორგანოებისთვის შეტყობინება მძიმე დანაშაულის შესახებ“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ვლადიმერ ხუნდაძე და მისი ძმა, კობა ხუნდაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირები არიან. კობა ხუნდაძეც ბრალდებულია. მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია, თუმცა ის გირაოს სანაცვლოდ გარეთაა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 5ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდებული შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
  2. BM.GEოპოზიციურიRS-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს უაქციზო ალკოჰოლის საწარმოს მფარველობისთვის სასამართლომ 1.5 წელი მიუსაჯა
  3. TV პირველიოპოზიციურილილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
  5. ფორმულაოპოზიციურიშემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიწლინახევრით პატიმრობა მიუსაჯეს შემოსავლების სამსახურის ყოფილ უფროსს, რომლის მეჯვარეც ლილუაშვილია
  7. ტაბულაოპოზიციურიშემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლილუაშვილის მოადგილე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები