ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების თანახმად, ის ეხმარებოდა გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილს ალკოჰოლის უკანონო წარმოებისთვის საჭირო პროდუქციის შემოტანასა და განბაჟებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, ხუნდაძეს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად გორში უცხოური ბრენდების სახელით ვისკისა და არყის უკანონო წარმოებასა და შენახვას ახორციელებდა.
უწყების განცხადებით, გოგიჩაიშვილმა ხუნდაძეს საქართველოში ალკოჰოლის დასამზადებლად საჭირო პროდუქციის შემოტანაში დახმარებისთვის მიმართა.
„ვლადიმერ ხუნდაძე ბორის გოგიჩაიშვილს მუდმივად აძლევდა მითითებებს პროდუქციის შემოტანისა და განბაჟების სათანადო დროის შესახებ“, - აცხადებს პროკურატურა.
გამოძიების თანახმად, ის ასევე უთითებდა, რა შინაარსით უნდა მომხდარიყო განბაჟება, რათა საბაჟო პროცედურებისას პრობლემა არ შექმნოდათ.
პროკურატურის ცნობით, ამის შედეგად 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში დაბრკოლების გარეშე შემოიტანეს სპეციალური მინის ბოთლები, ეტიკეტები, საცობები და სხვა პროდუქცია. უწყება ასევე აცხადებს, რომ ხუნდაძემ იცოდა უკანონო საქმიანობის შესახებ, თუმცა „მის მიერ არ მომხდარა შესაბამისი სამსახურებრივი რეაგირება და არც სხვა სახელმწიფო ორგანოებისთვის შეტყობინება მძიმე დანაშაულის შესახებ“.
ხუნდაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო. თავდაპირველად ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მოგვიანებით კი სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც იმ პერიოდში ადვოკატის ინფორმაციით თურქეთში სამკურნალოდ იმყოფებოდა, საგამოძიებო ორგანოებს იანვარში ჩაბარდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდებული შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
- BM.GERS-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს უაქციზო ალკოჰოლის საწარმოს მფარველობისთვის სასამართლომ 1.5 წელი მიუსაჯა
- ინტერპრესნიუსიპროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
- ფორმულაშემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა
- რადიო თავისუფლებაწლინახევრით პატიმრობა მიუსაჯეს შემოსავლების სამსახურის ყოფილ უფროსს, რომლის მეჯვარეც ლილუაშვილია
- ნეტგაზეთიშემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ტაბულაშემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა
ციტატები სტატიიდან
„ვლადიმერ ხუნდაძე ბორის გოგიჩაიშვილს მუდმივად აძლევდა მითითებებს პროდუქციის შემოტანისა და განბაჟების სათანადო დროის შესახებ“
„მის მიერ არ მომხდარა შესაბამისი სამსახურებრივი რეაგირება და არც სხვა სახელმწიფო ორგანოებისთვის შეტყობინება მძიმე დანაშაულის შესახებ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…