გაეროს კლიმატის სამიტის მონაწილეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
ანტალიაში გაეროს კლიმატის სამიტზე შეთანხმება ჩაიშალა: ევროკავშირმა, ნორვეგიამ, პანამამ და მარშალის კუნძულებმა დოკუმენტის პროექტი წიაღისეული საწვავის უხსენებლობის გამო უარყვეს.

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე გაეროს კლიმატის სამიტზე (COP31) საბოლოო შეთანხმების მიღება ვერ მოხერხდა. შეთანხმების პროექტი ევროკავშირმა ოფიციალურად უარყო. მას შეუერთდნენ ნორვეგია, პანამა და მარშალის კუნძულები.
მთავარი უთანხმოება იმ ფაქტს უკავშირდება, რომ დოკუმენტში გლობალური დათბობის მთავარი მიზეზი - წიაღისეული საწვავი პირდაპირ არ არის ნახსენები. კერძოდ, შეთანხმების 12-გვერდიან პროექტში საერთოდ არ არის ნახსენები ნავთობი, ბუნებრივი აირი და ქვანახშირი, რომელთა გამოყენების შემცირებასაც ევროკავშირი მოითხოვს.
ამასთან, ბევრმა ღარიბმა ქვეყანამ უკმაყოფილება გამოთქვა მდიდარი სახელმწიფოების მხრიდან მკაფიო ფინანსური ვალდებულებების არარსებობის გამო, რაც მათ ტემპერატურის მატების შედეგებთან ადაპტაციაში უნდა დაეხმაროს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ მომხდარით იმედგაცრუებულია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…