ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ფავლენიშვილი: რაც არ უნდა დაბრკოლება შექმნან, აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან 1-ელ ოქტომბერს

თბილისის მერიაშინაგან საქმეთა სამინისტრო

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 ოქტომბერს რიყის პარკში აქციის ჩატარებაზე უარი განაცხადა, რასაც ის არაკანონიერად მიიჩნევს. მიუხედავად დაბრკოლებებისა, ორგანიზატორები რიყის დოქებთან მისვლას და აქციის გამართვას გეგმავენ.

ფავლენიშვილი: რაც არ უნდა დაბრკოლება შექმნან, აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან 1-ელ ოქტომბერს
ფავლენიშვილი: რაც არ უნდა დაბრკოლება შექმნან, აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან 1-ელ ოქტომბერსფორმულა

ირაკლი ფავლენიშვილის ინფორმაციით, რიყის პარკში, 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილი აქციის ჩატარებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უარი მიიღეს.

ფავლენიშვილი აღნიშნავს, რომ, შსს-ს მოთხოვნა არაკანონიერია, რადგან შეუძლებელია საჯარო სივრცეებში, გადაადგილების უფლება ეზღუდებოდეთ ადამიანებს. მისი თქმით, რაც არ უნდა ტექნიკური დაბრკოლება შიქმნას აუცილებლად მივლენ რიყის დოქებთან, პირველ ოქტომბერს 17:00 საათზე.

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1-ელ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან ხუთი წლის თავზე, აქცია რომ ჩატარდეს.

თურმე რიყის პარკში აქციის ჩატარება არ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, თუ ამის ნება არ ექნება შსს-სა და მერიას. ეს მითითება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არაკანონიერია. შეუძლებელია, რომ საჯარო სივრცეებში, თუნდაც პარკებსა და სკვერებში, გადაადგილების უფლება ეზღუდებოდეთ ადამიანებს, იმის გამო, რომ ივანიშვილს დღემდე ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილი ეშინია...

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას - რაც არ უნდა ტექნიკური დაბრკოლება შეგვიქმნან, აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, რომელიც იქცა საქართველოს გაპარტახებისა და გაძარცვის სიმბოლოდ. აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, აუცილებლად შევიკრიბებით 1-ელ ოქტომბერს 17:00 საათზე", - თქვა ფავლენიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1-ელ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან ხუთი წლის თავზე, აქცია რომ ჩატარდეს. თურმე რიყის პარკში აქციის ჩატარება არ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, თუ ამის ნება არ ექნება შსს-სა და მერიას. ეს მითითება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არაკანონიერია. შეუძლებელია, რომ საჯარო სივრცეებში, თუნდაც პარკებსა და სკვერებში, გადაადგილების უფლება ეზღუდებოდეთ ადამიანებს, იმის გამო, რომ ივანიშვილს დღემდე ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილი ეშინია... კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას - რაც არ უნდა ტექნიკური დაბრკოლება შეგვიქმნან, აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, რომელიც იქცა საქართველოს გაპარტახებისა და გაძარცვის სიმბოლოდ. აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, აუცილებლად შევიკრიბებით 1-ელ ოქტომბერს 17:00 საათზე“
ირაკლი ფავლენიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.