პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირმა უნდა გადახედოს ინტეგრაციის შეჩერების გადაწყვეტილებას
პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გადახედოს ინტეგრაციის შეჩერების გადაწყვეტილებას. სტატიაში ასევე საუბარია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, ევროპარლამენტის რეზოლუციებსა და ირაკლი კობახიძის განცხადებაზე 2028 წლის ბოლომდე მოლაპარაკებების დღის წესრიგში არდაყენების შესახებ.

„ისევე, როგორც ბელგიაში, აქაც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ცალმხრივად შეეჩერებინა ინტეგრაციის პროცესი - ვფიქრობ, დადგა მომენტი, ევროკავშირმა გადახედოს თავის ამ მცდარ გადაწყვეტილებას, შეუძლებელია კონფრონტაცია იყოს სწორი გზა“, - თქვა პაპუაშვილმა.
საქართველოს ევროინტეგრაცია
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ევროკავშირს გაწევრიანებაზე განაცხადით 2022 წლის 3 მარტს მიმართა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების გამო, რაც ევროკავშირის მიერ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევად და დემოკრატიის უკუსვლად შეფასდა, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა მოგვიანებით, 2023 წლის დეკემბერში.
2024 წლიდან საქართველოს გაწევრიანების პროცესი „დე ფაქტო შეჩერებულია“, რასაც წინ უსწრებდა, პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების მიღება.
ამავდროულად, ევროპარლამენტმა ბოლო წლების განმავლობაში მიიღო არაერთი კრიტიკული რეზოლუცია, რომლებითაც კრიტიკულად შეაფასა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა, კანონის უზენაესობა და ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები.
„ქართული ოცნების“ ლიდერები 2022 წლის შემდეგ ევროპარლამენტის ანგარიშებსა და რეზოლუციებს, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკას შეიცავს, უწოდებენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას და აცხადებენ, რომ რეზოლუციებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებენ წევრ ქვეყნებს, - „ჩალის ფასი აქვს“.
2024 წლის 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ „დასანანია იმის ნახვა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზეა, როდესაც შეიძლებოდა რეკორდულად მაღალ ნიშნულზე ყოფილიყო...“ მანვე თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებული იყო.
2024 წლის 28 ნოემბერს, როცა მე-10 მოწვევის პალამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. იმავე დღეს „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი“.
ციტატები სტატიიდან
„ისევე, როგორც ბელგიაში, აქაც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ცალმხრივად შეეჩერებინა ინტეგრაციის პროცესი - ვფიქრობ, დადგა მომენტი, ევროკავშირმა გადახედოს თავის ამ მცდარ გადაწყვეტილებას, შეუძლებელია კონფრონტაცია იყოს სწორი გზა“
„დასანანია იმის ნახვა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ასეთ დაბალ ნიშნულზეა, როდესაც შეიძლებოდა რეკორდულად მაღალ ნიშნულზე ყოფილიყო...“
„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…