ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"ბოიკოტობანა - პარლამენტში საქმიანობა არ შევასრულოთ ოპოზიციონერებმა - არასწორი ტაქტიკა იყო" - იაგო ხვიჩა

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

თავისუფალი ხალხის პარტიის თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ გადაცემაში "ღამის კურიერი" ოპოზიციის მიერ პარლამენტში არშესვლის ტაქტიკა უარყოფითად შეაფასა და მას "ბოიკოტობანა" უწოდა. მან ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე, ოპოზიციურ შიდა პროცესებსა და ნარატივების გავრცელებაზე.

"ბოიკოტობანა - პარლამენტში საქმიანობა არ შევასრულოთ ოპოზიციონერებმა - არასწორი ტაქტიკა იყო" - იაგო ხვიჩა
"ბოიკოტობანა - პარლამენტში საქმიანობა არ შევასრულოთ ოპოზიციონერებმა - არასწორი ტაქტიკა იყო" - იაგო ხვიჩარუსთავი 2

"ბოიკოტობანა - პარლამენტში საქმიანობა არ შევასრულოთ ოპოზიციონერებმა - არასწორი ტაქტიკა იყო", - ამის შესახებ "თავისუფალი ხალხის პარტიის" თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ახლა მისთვის სწორედ ის ამომრჩეველია მნიშვნელოვანი, ვინც მიხვდა, რომ მოატყუეს.

"ჩემთვის ის ამომრჩეველია მნიშვნელოვანი, რომელიც ამ ყველაფერს მიხვდა, მიხვდა, რომ მოატყუეს. უნდა შეგვერჩია წესიერი დეპუტატები, ის ხალხი უნდა შესულიყო პარლამენტში, უნდა გამოეცხადებინათ ბრძოლა, არ უნდა ეთქვათ უარი იმუნიტეტზე, არ უნდა ეთქვათ უარი ლეგალურ შემოსავალზე - სულ წუწუნებენ, ფული ჩაგვიკეტესო. გასაგებია გვარამიას 40 მილიონის ამბავი, მაგრამ ოპოზიციური ფული ჩაკეტილია ამ ქვეყანაში... [მიშა] ამას რომ მიხვდა, ეს რომ გაანალიზა, რომ გაახსენდა ჩვენ რას ვეუბნებოდით, თავის დროზე, და მე მომწონს, რომ მიშას ეს გაახსენდა იმიტომ, რომ მიშამ ეს ხომ ჩვენამდე იცოდა? მე როცა გავიგე, ეს ამბავი, რაც ხდებოდა ოპოზიციისა და "ნაცმოძრაობას" თავს, მიშამაც იმ დროისთვის უკვე იცოდა, მაგრამ ძალიან მიკვირდა, უფრო ადრე რატომ არ იყვირა. ახლა დაიწყო ყვირილი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი გუნდის უმეტესი ნაწილი არის მოსყიდული და მას არ ჰყვება იმ ნარატივში, რომელიც უნდა გავრცელდეს.

მაგალითად, "ქართული ოცნების" ლიდერი რაღაცას ამბობს, სხვადასხვა ნარატორები ამას სხვადასხვა ფორმით, ტელევიზიებში, ფეისბუქ პოსტებში, სადღაც ავრცელებენ. მიხეილ სააკაშვილმა რა შეცდომაც დაუშვა არის ის, რომ გვარამიას დახმარებით დაანგრია ის ინფრასტრუქტურა, რომელსაც მიშას მიერ დაპოსტილის გავრცელება სხვადასხვა დონეზე შეეძლო.

კი, ანა წითლიძე აქტიურობს, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, ამ თვალსაზრისით, დამალულნი არიან, მათ არ ეტყობათ ის სიმკვეთრე, რაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებებშია, შესაბამისად, ის სიმკვეთრე გვარამიასაც მოაკლდა იმიტომ, რომ სააკაშვილისგან მოაკლდა ლეგიტიმაცია. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, ეს კაცი ჩემი სახელით არ ლაპარაკობსო, ამ კაცს ვიღაცამ მისცა ფულიო", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბოიკოტობანა - პარლამენტში საქმიანობა არ შევასრულოთ ოპოზიციონერებმა - არასწორი ტაქტიკა იყო“
იაგო ხვიჩია
„ლიდერები, ამ თვალსაზრისით, დამალულნი არიან, მათ არ ეტყობათ ის სიმკვეთრე, რაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებებშია, შესაბამისად, ის სიმკვეთრე გვარამიასაც მოაკლდა იმიტომ, რომ სააკაშვილისგან მოაკლდა ლეგიტიმაცია. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, ეს კაცი ჩემი სახელით არ ლაპარაკობსო, ამ კაცს ვიღაცამ მისცა ფულიო“
იაგო ხვიჩია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.