ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალექსანდრე რაქვიაშვილი IRI-ს კვლევაზე: პარტიები ფაქტობრივად განულდნენ, გაქრნენ, ან ნულთან ახლოს არიან - ოპოზიციის ამომრჩევლებს მობეზრდათ ბოიკოტობანა და ისტერიული ჩხუბი

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

თავისუფალი ხალხის პარტიის სათათბიროს წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა IRI-ს კვლევასა და ოპოზიციის მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა მრავალი შეცდომა დაუშვეს, მათ შორის ბოიკოტი და დებატებზე უარის თქმა, რის გამოც ფაქტობრივად განულდნენ.

ალექსანდრე რაქვიაშვილი IRI-ს კვლევაზე: პარტიები ფაქტობრივად განულდნენ, გაქრნენ, ან ნულთან ახლოს არიან - ოპოზიციის ამომრჩევლებს მობეზრდათ ბოიკოტობანა და ისტერიული ჩხუბი
ალექსანდრე რაქვიაშვილი IRI-ს კვლევაზე: პარტიები ფაქტობრივად განულდნენ, გაქრნენ, ან ნულთან ახლოს არიან - ოპოზიციის ამომრჩევლებს მობეზრდათ ბოიკოტობანა და ისტერიული ჩხუბირუსთავი 2

"პარტიები ფაქტობრივად განულდნენ, გაქრნენ, ან ნულთან ახლოს არიან", - ამის შესახებ "თავისუფალი ხალხის პარტიის" სათათბიროს წევრმა "ღამის კურიერში" საუბრის დროს ოპოზიციის შესახებ განაცხადა.

ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, ოპოზიციურმა ფლანგმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა.

"2020-ის არჩევნებიდან მოყოლებული, ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, მათ შორის ბოიკოტების იდეა. "ნაცმოძრაობა" მთავარი ბრალდებულია, მაგრამ სხვა პარტიებმაც ამომრჩეველი დაარწმუნეს, რომ ბოიკოტი რაღაც კარგს ნიშნავს. არადა, ეს უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება გამოიყენო, როდესაც სხვა არანაირი ბერკეტი აღარ დარჩა და ყველაფერს აზრი დაეკარგა, როცა რევოლუციას ვერ ატარებ, მაგრამ ხვდები, რომ მეტი სხვა გზა არ არის, შეიძლება ახლა არ გააკეთო, მაგრამ მომავალში მაინც რევოლუციით შეცვალო ხელისუფლება - ამ სახის ინსტრუმენტია.

ფაქტობრივად, მოკვდა დისკუსია ოპოზიციურ ფლანგზე. თქვენ არხზე დებატები მიდის, მაგრამ მათ შორის, უამრავი ოპოზიციონერი უარს ამბობს დებატებზე. ბევრი სხვა ტელევიზიაც ამბობს, რომ როცა ოპოზიციონერებს ეპატიჟებიან ეთერში არ მიდიან. ეს არის არჩევნების მიმართ სრული უნდობლობის გამოცხადება და გაღვივება იმიტომ, რომ ამ 4 ოქტომბრის ისტორიამ ჩვენც დაგვაზიანა, ჩვენი ამომრჩევლის დიდი ნაწილიც არ მოვიდა არჩევნებზე, თორემ იგივე ამომრჩეველი რომ ყოფილიყო, რაც 2024 წელს ჩვენ საკრებულოში ორჯერ მეტი ადამიანი გვეყოლებოდა.

ალოკაციით რომ გადათვალოთ ჩვენი რეიტინგი, დაახლოებით, იგივე იქნება, რაც ადგილობრივ არჩევნებში მივიღეთ. 2024 წლის რეიტინგებს რომ შევადაროთ, დანარჩენი პარტიები ფაქტობრივად განულდნენ, გაქრნენ, ან ნოლთან ახლოს არიან 1-2%-ით, მაგალითად "ლელო".

IRI-ს კვლევა აჩვენებს იმას, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც პრეტენზია ჰქონდათ, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიები არიან, ხან არჩევნებს იგებდნენ, ხან მთავრობებს აყალიბებდნენ და ა.შ. უკვე აღარ არსებობენ, რაღაც ფორმით, მაგრამ მათი ამომრჩეველი ჩვენთან არ მოსულა.

იმედი მაქვს, რომ არა მხოლოდ ეს ამომრჩეველი არამედ "ქართული ოცნების" ამომრჩეველი ჩვენ "თავისუფალი ხალხის პარტიას" მოგვცემს ხმას. იმიტომ, როგორც ოპოზიციის ამომრჩევლების ჯგუფს მობეზრდა ბოიკოტობანა და ისტერიული ჩხუბი, ისე "ქართული ოცნების" ამომრჩეველსაც უნდა მობეზრდეს ამ ხალხთან ჩხუბი. ხომ შეიძლება რაღაც მომენტში ვთქვათ, რომ მოდი კარგად ვიცხოვროთ, მოდით იმაზე ვიფიქროთ, რომ გავმდიდრდეთ და სიძულვილი არ იყოს მთავარი მამოძრავებელი ძალა პოლიტიკაში. სამწუხაროდ, ყველა ასე არ იფიქრებს ალბათ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ორივე მხრიდან ასე მოხდება. ჩვენ ამის გათვლა გვაქვს", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პარტიები ფაქტობრივად განულდნენ, გაქრნენ, ან ნულთან ახლოს არიან“
„ამომრჩეველსაც უნდა მობეზრდეს ამ ხალხთან ჩხუბი. ხომ შეიძლება რაღაც მომენტში ვთქვათ, რომ მოდი კარგად ვიცხოვროთ, მოდით იმაზე ვიფიქროთ, რომ გავმდიდრდეთ და სიძულვილი არ იყოს მთავარი მამოძრავებელი ძალა პოლიტიკაში. სამწუხაროდ, ყველა ასე არ იფიქრებს ალბათ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ორივე მხრიდან ასე მოხდება. ჩვენ ამის გათვლა გვაქვს“
ალექსანდრე რაქვიაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, ამ კვლევამ, ასე ვთქვათ, სარკეში ჩაახედა და დაინახეს, რომ რანაირი რეიტინგი არ აქვთ" - ალექსანდრე რაქვიაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები