ევროკომისიამ უკრაინის წინააღმდეგ ომში მებრძოლი რუსი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის წესები დაამტკიცა
ევროკომისიამ უკრაინის წინააღმდეგ ომში მებრძოლი რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის წესები დაამტკიცა. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, შეზღუდვა შეეხება ყველას, ვინც ომის დაწყებიდან რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

ევროკომისიამ უკრაინის წინააღმდეგ ომში მებრძოლი რუსი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის წესები დაამტკიცა, - ინფორმაციას კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
ევროკომისიამ გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტის წარდგენასთან ერთად მიიღო.
„დღეს ევროკომისია ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ნაბიჯებს დგამს, რაც გულისხმობს ჩვენს ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას იმ პირებისთვის, რომლებიც რუსეთის აგრესიულ ომთან არიან დაკავშირებული“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, წესები მოიცავს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების მისაღებად საჭირო დოკუმენტების განახლებულ სიას და გამკაცრებულ ზომებს ტურისტული ვიზებისთვის. ასევე, რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ევროკავშირის ფარგლებში სპორტულ ღონისძიებებზე რუსეთის სახელით მოასპარეზე რუსი სპორტსმენების მონაწილეობის აკრძალვა.
„ჩვენ წარვადგინეთ წინადადება, რომ აიკრძალოს ვიზების გაცემა ყველასთვის, ვინც მსახურეობს ან მსახურობდა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მისი აგრესიული ომის პირველივე დღიდან“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…