ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"გვინდა, რომ პარაზიტებისგან გაიწმინდოს ქართული პოლიტიკური სპექტრი" - იაგო ხვიჩია

ნაციონალური მოძრაობა

თავისუფალი ხალხის პარტიის თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რომ სურს პოლიტიკური სპექტრის პარაზიტებისგან გაწმენდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ღიად უნდა აღიაროს, რომ არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოწოდება შეცდომა იყო. ხვიჩია ასევე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ორწლიანი დაგვიანებით იმეორებენ იმას, რასაც თავად და მისი თანაგუნდელები ამბობდნენ.

"გვინდა, რომ პარაზიტებისგან გაიწმინდოს ქართული პოლიტიკური სპექტრი" - იაგო ხვიჩია
"გვინდა, რომ პარაზიტებისგან გაიწმინდოს ქართული პოლიტიკური სპექტრი" - იაგო ხვიჩიარუსთავი 2

"გვინდა, რომ პარაზიტებისგან გაიწმინდოს ქართული პოლიტიკური სპექტრი. მიხეილ სააკაშვილიც გამოვიდეს და ღიად თქვას, რომ შეცდომა იყო, ხალხო, რომ მოგიწოდებდით არჩევნებში არ მონაწილეობისკენ და ბოიკოტისკენ. აბა, მოდით დავდგეთ ერთად, მოდით წარმოვადგინოთ ქვეყანას როგორი მომავალი გვინდა," - ამის შესახებ "თავისუფალი ხალხის პარტიის" თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი ორწლიანი დაგვიანებით ამბობენ იმას, რასაც თავად და მისი თანაგუნდელები იძახდნენ.

"[მოლოდინი, რომ ასეთ განცხადებებს მოვისმენ] მაქვს, ოღონდ ძალიან დიდი დაგვიანებით. აი, მაგალითად, ჩემი დაკვირვებით, ორწლიანი დაგვიანებით ხდება ყველაფერი "ნაცმოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. იმიტომ რომ, მე ასე დავაკვირდი - ჩვენ რაღაცას ვამბობდით, აი, მაგალითად, მთელი ქვეყანა რომ იძახდა, მიხეილ სააკაშვილი გორის საავადმყოფოში გადაიყვანეთო, ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ხალხო, გადაიყვანეთ საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ერთი-ორი წლის შემდეგ, როცა მოჰბეზრდათ სხვადასხვა საავადმყოფოებში სიარული, მერე დაიწყეს ამ ნარატივის გავრცელება.

ჩვეულებრივად მიგვაჩნია, რომ ბუნებრივი ამბავია, სამწუხაროდ, რომ "ნაცმოძრაობა" იმდენად იგვიანებს, რომ მერე ისინი იტყვიან თუ არა, ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა ნაკლებად აქვს," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გვინდა, რომ პარაზიტებისგან გაიწმინდოს ქართული პოლიტიკური სპექტრი. მიხეილ სააკაშვილიც გამოვიდეს და ღიად თქვას, რომ შეცდომა იყო, ხალხო, რომ მოგიწოდებდით არჩევნებში არ მონაწილეობისკენ და ბოიკოტისკენ. აბა, მოდით დავდგეთ ერთად, მოდით წარმოვადგინოთ ქვეყანას როგორი მომავალი გვინდა,“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„[მოლოდინი, რომ ასეთ განცხადებებს მოვისმენ] მაქვს, ოღონდ ძალიან დიდი დაგვიანებით. აი, მაგალითად, ჩემი დაკვირვებით, ორწლიანი დაგვიანებით ხდება ყველაფერი "ნაცმოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. იმიტომ რომ, მე ასე დავაკვირდი - ჩვენ რაღაცას ვამბობდით, აი, მაგალითად, მთელი ქვეყანა რომ იძახდა, მიხეილ სააკაშვილი გორის საავადმყოფოში გადაიყვანეთო, ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ხალხო, გადაიყვანეთ საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ერთი-ორი წლის შემდეგ, როცა მოჰბეზრდათ სხვადასხვა საავადმყოფოებში სიარული, მერე დაიწყეს ამ ნარატივის გავრცელება. ჩვეულებრივად მიგვაჩნია, რომ ბუნებრივი ამბავია, სამწუხაროდ, რომ "ნაცმოძრაობა" იმდენად იგვიანებს, რომ მერე ისინი იტყვიან თუ არა, ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა ნაკლებად აქვს,“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.