დადასტურდა რა მოხდა ოპოზიციურ სპექტრში, ვინ იყო დამნაშავე და როგორ გაანადგურეს ოპოზიციური ინფრასტრუქტურა. ნიკა გვარამიას ამ ბრალდებებზე აქვს საპასუხო - იაგო ხვიჩია
ოპოზიციურ სპექტრში ფინანსური გარიგებების, 40 მილიონისა და ნიკა გილაურის თემის გარშემო დაპირისპირება გრძელდება. „თავისუფალი ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ საჯაროდ დადასტურდა ოპოზიციური ინფრასტრუქტურის განადგურება და ნიკა გვარამიას ბრალდებებზე პასუხის გაცემა მოეთხოვება.

დაპირისპირება და ახალი ბრალდებები ოპოზიციურ სპექტრში. "ნაციონალურ მოძრაობას", "ახალსა" და იაგო ხვიჩიას შორის ღია თავდასხმების მიზეზი ისევ ფინანსური გარიგებები, 40 მილიონი და ნიკა გილაურის თემაა.
"თავისუფალი ხალხის პარტიის" თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას თქმით, საჯაროდ დადასტურდა თუ რა მოხდა ოპოზიციურ სპექტრში, ვინ იყო ამაში დამნაშავე, როგორ გაანადგურეს მთელი ოპოზიციური ინფრასტრუქტურა და ნიკა გვარამიას ახლა ამ ბრალდებებისთვის აქვს პასუხები გასაცემი.
"საჯაროდ დადასტურდა თუ რა მოხდა ოპოზიციურ სპექტრში, ვინ იყო ამაში დამნაშავე და როგორ გაანადგურეს მთელი ოპოზიციური ინფრასტრუქტურა. ნიკა გვარამიას ახლა ამ ბრალდებებზე აქვს საპასუხო და ამიტომ გადმოერთო ამ შიზოფრენიულ ბოდვებში ჩვენთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ ჩვენ თითქოს ხან "ქოცებს" ვეკვრით, ხან მიშას ვეკვრით და ხან მიშაა "ქოცებთან" შეკრული და ყველანი ერთად მათ ვებრძვით. ამაზე მეტი აბსურდი რა უნდა იყოს. ასეთი რა დავმართეთ არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს ძალიან ვატკინეთ იმიტომ, რომ ჩვენ პირში ვუძრახეთ და არავის არ მოსწონს, როდესაც საჯაროდ ასე ექცევიან", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ციტატები სტატიიდან
„შეკრული და ყველანი ერთად მათ ვებრძვით. ამაზე მეტი აბსურდი რა უნდა იყოს. ასეთი რა დავმართეთ არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს ძალიან ვატკინეთ იმიტომ, რომ ჩვენ პირში ვუძრახეთ და არავის არ მოსწონს, როდესაც საჯაროდ ასე ექცევიან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.