პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ანდრია ურუშაძე - კომერციული სუროგაცია რისკების გამო ბევრ ქვეყანაში აკრძალულია და დიდი ალბათობით ჩვენთანაც აიკრძალება, მაგრამ პრობლემები დარჩება - მოგვიწევს გადაწყვეტა, როგორ მოვაგვაროთ იმ ოჯახების სასარგებლოდ, ვინც ვერ ახერხებს შვილის გაჩენას

ანდრია ურუშაძის განცხადებით, კომერციული სუროგაცია საქართველოში დიდი ალბათობით აიკრძალება, თუმცა უშვილო ოჯახების წინაშე პრობლემები მაინც დარჩება. ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ უმრავლესობამ აკრძალვის გადაწყვეტილება ეთიკური და ტრეფიკინგის რისკების გამო მიიღო.

ანდრია ურუშაძე - კომერციული სუროგაცია რისკების გამო ბევრ ქვეყანაში აკრძალულია და დიდი ალბათობით ჩვენთანაც აიკრძალება, მაგრამ პრობლემები დარჩება - მოგვიწევს გადაწყვეტა, როგორ მოვაგვაროთ იმ ოჯახების სასარგებლოდ, ვინც ვერ ახერხებს შვილის გაჩენას
ინტერპრესნიუსი

კომერციული სუროგაცია, როდესაც ხდება ქალბატონის ექსპლუატაცია, ეს ტრეფიკინგის ერთ-ერთ ფორმად არის აღიარებული, ამიტომაც ასეთი რისკების გამო ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, - ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტმა, ანდრია ურუშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ანდრია ურუშაძის თქმით, დიდი ალბათობით, საქართველოში სუროგაცია აიკრძალება, თუმცა საკითხზე საუბარი და ფიქრი გაგრძელდება იმიტომ, რომ აკრძალვის შემდეგაც დარჩება პრობლემები.

„მიუხედავად სპეციალისტების აზრისა, დიდი ალბათობით [სუროგაცია] აიკრძალება, ჩემი მოლოდინი ასეთია იმიტომ, რომ ეკლესიას აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია და ამ პოზიციას სრულად იზიარებს მმართველი პარტია და მე ვერ ვხედავ იურიდიულ ან სხვა ტიპის წინააღმდეგობას. არ მგონია, რომ სპეციალისტების აზრს გაითვალისწინებენ. გაგრძელდება კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც მათ შეიტანეს და რომელიც გულისხმობდა სწორედ ამ სფეროს დარეგულირებას ისე, რომ მაქსიმალურად შემცირებული რისკი კრიმინალური შემთხვევების, მათ შორის ტრეფიკინგის.

კომერციული სუროგაცია, როდესაც ხდება ქალბატონის ექსპლუატაცია, ეს ტრეფიკინგის ერთ-ერთ ფორმად არის აღიარებული, ამიტომაც ასეთი რისკების გამო ბევრ ქვეყანაში ეს აკრძალულია და დიდი ალბათობით ჩვენთანაც აიკრძალება, თუმცა მე მგონია, რომ ამ საკითხზე საუბარი და ფიქრი გაგრძელდება იმიტომ, რომ აკრძალვის შემდეგაც დარჩება პრობლემები. მოგვიწევს ერთად გადაწყვეტა იმისა, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემები პირველ რიგში იმ ოჯახების სასარგებლოდ, ვინც რაღაც მიზეზების გამო ვერ ახერხებს შვილის გაჩენას და ცდილობს რეპროდუქციული მედიცინის დახმარებით ეს ბედნიერება მიიღოს“, - განაცხადა ანდრია ურუშაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც კირცხალიამ აღნიშნა, გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები.

„გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანით ვაჭრობის - ტრეფიკინგის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ავიღოთ 100%-იან ჭრილში ის მოვლენები, რომელიც ვითარდება ამ სფეროში: 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით. სადღაც 2% არის საქართველოს მოქალაქე და სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. რაც შეხება საერთაშორისო პრაქტიკას, თითქმის ქვეყანა აღარ არსებობს, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიც რომ ავიღოთ, ან აკრძალულია ან ძალიან მკაცრად არის დარეგულირებული. ფაქტობრივად, 5-6 ქვეყანაა, მათ შორისაა საქართველოც, პოსტ-საბჭოთა სივრციდან, სადაც ეს თემა ჯერ კიდევ დარჩენილია", - განაცხადა კირცხალიამ.­

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სუროგაციით მოსარგებლეთა 98% უცხოელია და სახელმწიფოს ნული კონტროლი აქვს ბავშვების ბედზე - კირცხალიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები