საზოგადოება · 21 ოქტომბერი, 10:27
რუსთავში ახალგაზრდა კაცს მანქანა დაეჯახა
რუსთავში გზაზე გადასვლისას 23 წლის კაცს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
სააგენტო „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, 23 წლის კაცი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა. ახალგაზრდას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.