ამ დრომდე გადამუშავებული ყურძნის 74% ხარისხიანია – ლევან მეხუზლა
კახეთის რეგიონში 23 სექტემბრის მდგომარეობით 38 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, საიდანაც 74% მაღალკონდიციური და ხარისხიანია. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, მიუხედავად რთული კლიმატური პირობებისა, უხარისხო ყურძნის წილი მინიმალურია. ადგილი ჰქონდა მევენახეთა პროტესტსაც, რის შედეგადაც ჩასაბარებელი ყურძნის დიფერენცირებულ ფასებში ცვლილებები შევიდა.

კახეთის რეგიონში, 23 სექტემბრის მდგომარეობით, 38 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, საიდანაც 74% (28 ათასი ტონა) მაღალკონდიციური და ხარისხიანია - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა.
მეხუზლას განმარტებით, მიუხედავად რთული კლიმატური პირობებისა, უხარისხო და მკვახე ყურძნის წილი მინიმალურია.
"ამ ეტაპისთვის გადამუშავებული ყურძნის დიდი ნაწილი საუკეთესო და ხარისხიანია. ძალიან მცირე რაოდენობის, 38 ათასი ტონიდან - 147 ტონამდე ჩაბარდა მკვახე და უხარისხო. ჩვენი მევენახეების 74%-მა ხარისხიანი ყურძენი მოიყვანა და ამისთვის თითოეულ მათგანს მადლობა მინდა გადავუხადო. მადლობა იმისთვის, რომ მევენახეების დიდმა ნაწილმა ნამდვილად იცის კარგი ყურძნის, ვენახის და ხარისხიანი ღვინის ფასი. ჩვენი მიზანია, რომ ხარისხიანი ყურძნის წილი მოსავალში 100%-მდე გაიზარდოს და არცერთი მტევანი ყურძენი ღვინის სამშობლოში არ იყოს მკვახე და უხარისხო" - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
შეგახსენებთ, რომ 22 სექტემბერს კახეთში მევენახეებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ისინი ყურძნის ჩაბარების პირობებს და შაქრიანობის მიხედვით განსაზღვრული ტარიფებს აპროტესტებენ, რომელიც 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ყურძენზე, კილოგრამზე 30 თეთრით განისაზღვრა.
მევენახეთა პროტესტის შედეგად 22 სექტემბერსვე ჩასაბარებელი ყურძნის დიფერენცირებულ ფასებში ცვლილებები შევიდა.
სახელმწიფო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" ფიზიკური პირებისგან ყურძენს შაქრიანობის მიხედვით, განახლებული ტარიფებით იბარებს:
საფერავი:
≥ 20% შაქრიანობა: 1.50 ლარი/კგ;
16% – 20% შაქრიანობა: 1.00 ლარი/კგ;
<16% შაქრიანობა: 0.50 ლარი/კგ.
რქაწითელი და კანონით ნებადართული სხვა საღვინე ჯიშები:
≥ 19% შაქრიანობა: 1.30 ლარი/კგ;
16% – 19% შაქრიანობა: 0.90 ლარი/კგ;
<16% შაქრიანობა: 0.50 ლარი/კგ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსილევან მეხუზლა: საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში შევიტანოთ ცვლილება
- BM.GEმევენახეების პროტესტის გამო, მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
- რუსთავი 2რთველზე ჩასაბარებელი ყურძნის ფასი შეიცვალა - მაღალი კონდიციურობის საფერავი 1.50, რქაწითელი კი 1.30 ლარი ეღირება
- ნეტგაზეთიაქციების შემდეგ სახელმწიფო ყურძნის ჩასაბარებელ ფასს ცვლის
- TV პირველიპროტესტის ფონზე "ოცნებამ" ყურძნის ფასი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე გაზარდა
- ტაბულაჩასაბარებელი ყურძნის ფასებში ცვლილება შედის - ღვინის ეროვნული სააგენტო
- ფორმულამევენახეების პროტესტის გამო მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
- ალიამევენახეების პროტესტის გამო, მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს მცირედით ზრდის
ციტატები სტატიიდან
„ამ ეტაპისთვის გადამუშავებული ყურძნის დიდი ნაწილი საუკეთესო და ხარისხიანია. ძალიან მცირე რაოდენობის, 38 ათასი ტონიდან - 147 ტონამდე ჩაბარდა მკვახე და უხარისხო. ჩვენი მევენახეების 74%-მა ხარისხიანი ყურძენი მოიყვანა და ამისთვის თითოეულ მათგანს მადლობა მინდა გადავუხადო. მადლობა იმისთვის, რომ მევენახეების დიდმა ნაწილმა ნამდვილად იცის კარგი ყურძნის, ვენახის და ხარისხიანი ღვინის ფასი. ჩვენი მიზანია, რომ ხარისხიანი ყურძნის წილი მოსავალში 100%-მდე გაიზარდოს და არცერთი მტევანი ყურძენი ღვინის სამშობლოში არ იყოს მკვახე და უხარისხო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…