ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

კახეთში გადამუშავებულია 147 300 ტონა ყურძენი - რამდენმა მევენახემ ჩააბარა მოსავალი?

კახეთში, 2 ოქტომბრის მდგომარეობით, 147 300 ტონა ყურძენი გადამუშავდა. მოსავალი 10 600 მევენახემ დააბინავა, ხოლო ჩაბარების პროცესს გურჯაანში არსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი აკოორდინებს.

კახეთში გადამუშავებულია 147 300 ტონა ყურძენი - რამდენმა მევენახემ ჩააბარა მოსავალი?
კახეთში გადამუშავებულია 147 300 ტონა ყურძენი - რამდენმა მევენახემ ჩააბარა მოსავალი?BM.GE

2 ოქტომბრის მდგომარეობით გადამუშავებული 147 300 ტონა ყურძნიდან მაღალი და საშუალო ხარისხის 145 800 ტონაა (99%), ხოლო მკვახე და უხარისხო - 1 500 ტონა (1%).

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში ყურძნის მოსავალი 10 600 მევენახემ დააბინავა.

გადამუშავებული ყურძნიდან 80 ათას ტონამდე საფერავი, 57,6 ათას ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათას ტონამდეა.

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს დააბინავებს მოსავალს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:

საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია 1 კგ - 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 50 თეთრი.

რქაწითელის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე - 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები - 50 თეთრი.

ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.