ლევან მეხუზლა: საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში შევიტანოთ ცვლილება
საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან კონსულტაციების შედეგად, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ განაცხადა, რომ წლევანდელი უხვი ნალექისა და შაქრიანობის პრობლემის გამო, ჩასაბარებელი ყურძნის ფასები კონდიციურობის მიხედვით შეიცვლება.

საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში შევიტანოთ ცვლილება. ვითვალისწინებთ რა იმ მოცემულობას, რომ წელს იყო უხვი ნალექი და ყურძენს გაუჭირდა შაქრიანობის აღება, კონდიციურობის მიხედვით იქნება ახალი ფასები, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ დღეს გურჯაანში, რთვლის საკოორდინაციო შტაბში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ფასები ასეთი იქნება: მაღალკონდიციური ყურძენი: 20 გრადუსიდან ზემოთ საფერავის შემთხვევაში - 1.50 ლარი; 19 გრადუსიდან ზემოთ რქაწითლის და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში - 1.30 ლარი;
დაბალკონდიციური ყურძენი:
16-დან 20 გრადუსამდე საფერავი - 1 ლარი;
16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელი და სხვა დანარჩენი ყურძენი - 90 თეთრი;
„16 გრადუსამდე არაკონდიციურად ითვლება ყურძენი, რომელიც არც საღვინედ არის ვარგისი და არც სასპირტედ, არის ფაქტობრივად მკვახე ყურძენი. სახელმწიფოს პოზიცია მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ვუშვებთ გამონაკლისს იმისთვის, რომ მევენახემ შეძლოს გაწეული ხარჯების დაფარვა და მისი ღირებულება იქნება 50 თეთრი, ჰიბრიდი - 30 თეთრი. რაც შეეხება იმ მევენახეებს, რომლებმაც მოქმედი ღირებულებით ჩააბარეს ყურძენი, ახალი ფასებით მოხდება გადათვლა და დაუკომპენსირდებათ შესაბამისი სხვაობა“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიამევენახეების პროტესტის გამო, მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
რთველზე ჩასაბარებელი ყურძნის ფასი შეიცვალა - მაღალი კონდიციურობის საფერავი 1.50, რქაწითელი კი 1.30 ლარი ეღირება
აქციების შემდეგ სახელმწიფო ყურძნის ჩასაბარებელ ფასს ცვლის
პროტესტის ფონზე "ოცნებამ" ყურძნის ფასი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე გაზარდა
ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში ცვლილება შედის - ღვინის ეროვნული სააგენტო
მევენახეების პროტესტის გამო მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
მევენახეების პროტესტის გამო, მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს მცირედით ზრდის
ამ დრომდე გადამუშავებული ყურძნის 74% ხარისხიანია – ლევან მეხუზლა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…