პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში ცვლილება შედის - ღვინის ეროვნული სააგენტო

ღვინის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, კახეთში მიმდინარე მევენახეების პროტესტის ფონზე, ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში ცვლილებები შედის. ახალი ტარიფები შაქრიანობისა და კონდიციურობის მიხედვით განისაზღვრა, ხოლო იმ მევენახეებს, რომლებმაც ყურძენი ძველი ფასით ჩააბარეს, სხვაობას გადაუთვლიან და კომპენსაციას მისცემენ.

ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში ცვლილება შედის - ღვინის ეროვნული სააგენტო
ტაბულა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში ცვლილება შედის.

"მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში ცვლილება. შევიტანოთ. ვითვალისწინებთ რა იმ მოცემულობას, რომ წელს იყო უხვი ნალექი და ყურძენს გაუჭირდა შაქრიანობის აღება, კონდიციურობის მიხედვით იქნება ახალი ფასები:

მაღალკონდიციური ყურძენი: 20 გრადუსიდან ზემოთ, საფერავის შემთხვევაში - 1.50 ლარი;

19 გრადუსიდან ზემოთ, რქაწითელისა და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში - 1.30 ლარი;

16-დან 20 გრადუსამდე საფერავი - 1 ლარი;

16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელი და სხვა დანარჩენი ყურძენი - 90 თეთრი;

16 გრადუსამდე არაკონდიციურად ითვლება ყურძენი, რომელიც არც საღვინედ არის ვარგისი და არც სასპირტედ, არის ფაქტიურად მკვახე ყურძენი. სახელმწიფოს პოზიცია მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ვუშვებთ გამონაკლისს იმისთვის, რომ მევენახემ შეძლოს გაწეული ხარჯების დაფარვა და მისი ღირებულება იქნება 50 თეთრი, ჰიბრიდი - 30 თეთრი". - თქვა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

ასევე, მისივე განცხადებით, იმ მევენახეებს, რომლებმაც ყურძენი აქამდე მოქმედი ღირებულებით ჩააბარეს, სხვაობას ახალი ფასებით გადაუთვლიან და კომპენსაციას მისცემენ.

ცნობისთვის, მეორე დღეა, კახეთში პროტესტი მიმდინარეობს. მევენახეები ყურძნის ჩაბარებისას შაქრიანობის მიხედვით განსაზღვრულ ფასს აპროტესტებენ - ისინი ამბობდნენ, რომ აქამდე შეთავაზებული თანხა ძალიან მცირე იყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 6
  1. იმედინიუსისამთავრობოლევან მეხუზლა: საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში შევიტანოთ ცვლილება
  2. BM.GEოპოზიციურიმევენახეების პროტესტის გამო, მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
  3. რუსთავი 2სამთავრობორთველზე ჩასაბარებელი ყურძნის ფასი შეიცვალა - მაღალი კონდიციურობის საფერავი 1.50, რქაწითელი კი 1.30 ლარი ეღირება
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურიაქციების შემდეგ სახელმწიფო ყურძნის ჩასაბარებელ ფასს ცვლის
  5. TV პირველიოპოზიციურიპროტესტის ფონზე "ოცნებამ" ყურძნის ფასი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე გაზარდა
  6. ფორმულაოპოზიციურიმევენახეების პროტესტის გამო მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
  7. ალიაოპოზიციურიმევენახეების პროტესტის გამო, მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს მცირედით ზრდის
  8. BM.GEოპოზიციურიამ დრომდე გადამუშავებული ყურძნის 74% ხარისხიანია – ლევან მეხუზლა
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
მევენახეების პროტესტი კახეთში - მოსახლეობა დაკრეფილი ყურძნის ჩაბრებას ვერ ახერხებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები