პროტესტის ფონზე "ოცნებამ" ყურძნის ფასი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე გაზარდა
კახეთში, სოფელ ახალსოფელში მევენახეების საპროტესტო აქციის შემდეგ, მთავრობამ ყურძნის ჩაბარების სქემაში ცვლილებები შეიტანა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ყურძნის ხარისხის მინიმალური მაჩვენებელი 17%-დან 16%-ზე ჩამოიწევს, ხოლო მინიმალური ფასი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზარდა. უკვე ჩაბარებული ყურძნის ფასიც დაკორექტირდება და მევენახეებს კომპენსაცია გადაეცემათ.

პროტესტმა შედეგი გამოიღო - კახეთში, სოფელ ახალსოფლის ცენტრში შეკრებილ გლეხებთან ცოტა ხნის წინ ადგილობრივი ხელისუფლების და ღვინის ქარხნის წარმომადგენლები გამოჩნდნენ და პროტესტის მონაწილეებს ყურძნის დაკორექტირებული ფასები წარუდგინეს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ყურძნის ხარისხის მინიმალური მაჩვენებელი 17%-დან 16%-ზე ჩამოიწევს, ფასი კი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზრდება. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, რთველი 2026 შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ განაცხადა.
კერძოდ, მაღალკონდიციური ყურძნის შემთხვევაში, 20 გრადუსიდან ზემოთ საფერავი 1.50 ლარი ეღირება, 19 გრადუსიდან ზემოთ რქაწითელი და სხვა დანარჩენი ყურძენი კი 1.30 ლარი. დაბალკონდიციური ყურძნის შემთხვევაში, 16-დან 20 გრადუსამდე საფერავის ფასი 1 ლარი იქნება, 16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელის და სხვა დანარჩენი ყურძნის კი 90 თეთრი.
ამასთან, ლევან მეხუზლამ აღნიშნა, რომ იმ მევენახეების შემთხვევაში, ვინც ყურძენი უკვე ჩააბარა, ფასი დაკორექტირდება და მათ კომპენსაცია გადაეცემათ.
შეგვაქვს გარკვეული კორექტირებები მთავრობის განკარგულებაში, რომელიც განსაზღვრავს ყურძნის ჩაბარების სქემას. პირველი, რაც მინდა აღვნიშნო, ხარისხის მინიმალური მაჩვენებელი 17%-დან 16%-ზე ჩამოიწევს. 16%-ს ქვემოთ არც უკვე ღვინისთვის ვარგა, არც სასპირტედაც, იმიტომ რომ ძალიან მცირეა გამოსავლიანობა, ამიტომ რაღაც მინიმალური ნიშნული უნდა დავტოვოთ. იქიდან გამომდინარე, რომ გამოითქვა პრეტენზიები მინიმალურ ხარჯებთან დაკავშირებით, ეს გადასახდელი ფასი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე აიწევს. ანუ 16%-ს ქვემოთ ნებისმიერი ყურძენი, რა თქმა უნდა, იქნება 50 თეთრი.
ასევე, გვიანი რთველის გამო, თითო ხაზით ჩამოიწევს სიმწიფის უმაღლესი ხარისხის მაჩვენებელი. საფერავში იქნება 21-დან 20, ხოლო სხვა დანარჩენ საღვინე ნიშნებში 20-ის მაგივრად 19. ამ შემთხვევაშიც მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 თეთრით მოიმატებს ფასები. 16-დან 19-მდე, საფერავის გარდა, სხვა ჯიშები ჩაბარდება 90 თეთრად, ხოლო საფერავი, რომლის ხარისხი 16-დან 20-მდე გაიზარდა, 1 ლარად. რაც შეეხება უმაღლესი ხარისხის ყურძნებს, ფასი რჩება იგივე - 1.30ლ, 19-ს ზემოთ ყველა საღვინე ჯიში, გარდა საფერავისა. ხოლო საფერავის შემთხვევაში 20-ს ზემოთ 1.5ლ შენარჩუნდება,“ - განაცხადა ლევან მეხუზლამ.
ადგილზე შეკრებილებმა ამის შემდეგ საავტომობილო გზა გახსნეს, რომელიც პროტესტის ნიშნად გადაკეტილი ჰქონდათ. მანამდე კი ვითარება ახალსოფელში უკიდურესად იყო დაძაბული.
პროტესტი თავდაპირველად ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში დაიწყო და მოგვიანებით ახალსოფელში გაგრძელდა. მევენახეების განცხადებით, მათ მიერ წინასწარ გაზომილი ყურძნის შაქრიანობა ქარხნებში მიღებულ მაჩვენებელს არ ემთხვევა, რის გამოც მოსავლის დაბალ ფასად ჩაბარებას სთავაზობენ. მოქმედი სახელმწიფო სქემით, 17%-მდე შაქრიანობის ყურძნის შესასყიდი ფასი კილოგრამზე 30 თეთრია. მევენახეების ნაწილი აცხადებს, რომ ეს თანხა მოსავლის მოყვანისა და აღების ხარჯებსაც ვერ ფარავს და რეგულაციის შეცვლას ითხოვს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსილევან მეხუზლა: საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში შევიტანოთ ცვლილება
- BM.GEმევენახეების პროტესტის გამო, მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
- რუსთავი 2რთველზე ჩასაბარებელი ყურძნის ფასი შეიცვალა - მაღალი კონდიციურობის საფერავი 1.50, რქაწითელი კი 1.30 ლარი ეღირება
- ნეტგაზეთიაქციების შემდეგ სახელმწიფო ყურძნის ჩასაბარებელ ფასს ცვლის
- ტაბულაჩასაბარებელი ყურძნის ფასებში ცვლილება შედის - ღვინის ეროვნული სააგენტო
- ფორმულამევენახეების პროტესტის გამო მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
- ალიამევენახეების პროტესტის გამო, მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს მცირედით ზრდის
- BM.GEამ დრომდე გადამუშავებული ყურძნის 74% ხარისხიანია – ლევან მეხუზლა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…