აქციების შემდეგ სახელმწიფო ყურძნის ჩასაბარებელ ფასს ცვლის
ყვარელში მევენახეების მიერ გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ, სახელმწიფომ ყურძნის ჩასაბარებელი ფასები შეცვალა. ახალი რეგულაციებით, ფასები კონდიციურობისა და შაქრიანობის მიხედვით განისაზღვრა, ხოლო იმ მევენახეებს, რომლებმაც ყურძენი უკვე ძველი ფასით ჩააბარეს, სხვაობა დაუკომპენსირდებათ.

ყვარელში მევენახეების მიერ დაწყებული აქციების საპასუხოდ სახელმწიფომ ყურძნის ჩასაბარებელი ფასები შეცვალა.
16-დან 19 გრადუსამდე რქაწითლის ფასი 90 თეთრით, ხოლო 16-დან 20 გრადუსამდე საფერავის ფასი 1 ლარით განისაზღვრა. ძველი რეგულაციით 17 გრადუსამდე ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 30 თეთრს შეადგენდა.
ამის შესახებ გურჯაანში რთვლის საკოორდინაციო შტაბში გამართულ ბრიფინგზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა.
„საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში შევიტანოთ ცვლილება.
ვითვალისწინებთ რა იმ მოცემულობას, რომ წელს იყო უხვი ნალექი და ყურძენს გაუჭირდა შაქრიანობის აღება, კონდიციურობის მიხედვით იქნება ახალი ფასები“ – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.
კერძოდ:
მაღალკონდიციური (მწიფე, მაღალი ხარისხის) ყურძენი: 20 გრადუსიდან ზემოთ საფერავის შემთხვევაში – 1.50 ლარი;
19 გრადუსიდან ზემოთ რქაწითლის და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში – 1.30 ლარი;
დაბალკონდიციური ყურძენი:
16-დან 20 გრადუსამდე საფერავი – 1 ლარი;
16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელი და სხვა დანარჩენი ყურძენი – 90 თეთრი;
„16 გრადუსამდე არაკონდიციურად ითვლება ყურძენი, რომელიც არც საღვინედ არის ვარგისი და არც სასპირტედ. ეს ფაქტობრივად მკვახე ყურძენია. სახელმწიფოს პოზიცია მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ვუშვებთ გამონაკლისს იმისთვის, რომ მევენახემ შეძლოს გაწეული ხარჯების დაფარვა და მისი ღირებულება იქნება 50 თეთრი, ჰიბრიდი – 30 თეთრი. რაც შეეხება იმ მევენახეებს, რომლებმაც მოქმედი ღირებულებით ჩააბარეს ყურძენი, ახალი ფასებით მოხდება გადათვლა და დაუკომპენსირდებათ შესაბამისი სხვაობა“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
მევენახეები ყვარლის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ. მათ დღეს ცენტრალური გზაც გადაკეტეს. მიმდებარე სოფლებიდან ხალხის ნაკადს კვლავ ელიან. კახელი მევენახეები და ფერმერები ყურძნის ჩაბარების პირობებსა და მათი თქმით, დაბალ შესასყიდ ფასს აპროტესტებენ. ძირითადი საპროტესტო კერები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებშია გაშლილი, სადაც ყურძნის ჩამბარებელი პუნქტები და ქარხნებია.
„შეგიძლიათ, მობრძანდეთ და გვერდში დაგვიდგეთ. გავერთიანდეთ, თორემ სხვანაირად საშველი არა მგონია, რომ გვქონდეს“, –
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიალევან მეხუზლა: საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში შევიტანოთ ცვლილება
მევენახეების პროტესტის გამო, მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
რთველზე ჩასაბარებელი ყურძნის ფასი შეიცვალა - მაღალი კონდიციურობის საფერავი 1.50, რქაწითელი კი 1.30 ლარი ეღირება
პროტესტის ფონზე "ოცნებამ" ყურძნის ფასი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე გაზარდა
ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში ცვლილება შედის - ღვინის ეროვნული სააგენტო
მევენახეების პროტესტის გამო მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
მევენახეების პროტესტის გამო, მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს მცირედით ზრდის
ამ დრომდე გადამუშავებული ყურძნის 74% ხარისხიანია – ლევან მეხუზლა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…