ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

კახეთში გადამუშავებული 121 000 ტონა ყურძნის 99,3% მაღალი და საშუალო ხარისხისაა

კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია. 30 სექტემბრის მდგომარეობით, გადამუშავებული 121 000 ტონა ყურძნიდან 99,3% მაღალი და საშუალო ხარისხისაა. მოსავალი 9 ათასამდე მევენახემ დააბინავა, პროცესს სახელმწიფო საწარმო "მოსავლის მართვის კომპანია" და გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი აკოორდინებს.

კახეთში გადამუშავებული 121 000 ტონა ყურძნის 99,3% მაღალი და საშუალო ხარისხისაა
კახეთში გადამუშავებული 121 000 ტონა ყურძნის 99,3% მაღალი და საშუალო ხარისხისაარუსთავი 2

30 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებული 121 000 ტონა ყურძნიდან - 99,3% მაღალი და საშუალო ხარისხისაა და მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო და მკვახე. მაღალი და საშუალო ხარისხის 120 054 ტონა, ხოლო მკვახე და უხარისხო 946 ტონა ყურძენია.

კახეთში ყურძნის მოსავალი 9 ათასამდე მევენახემ დააბინავა.

სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 21 ლოკაციაზე იბარებს.

რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია. მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 000 ტონამდეა.

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს "მოსავლის მართვის კომპანია" კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:

საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია 1 კგ - 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 50 თეთრი.

რქაწითელის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე - 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები - 50 თეთრი.

ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.